უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ივლისი, 2019 12:07
font-size

ჩხარტიშვილი-ხალვაშის ინტერესები - რეესტრის მონაცემები, რომლებიც ორი ბიზნესმენის ინტერესების არაერთ კვეთას ადასტურებს

„რუსთავი 2"-ის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის უახლოესი პარტნიორია. საჯარო რეესტრის მონაცემები ადასტურებს, რომ ჩხარტიშვილი-ხალვაშის ინტერესები ბევრ კომპანიაში იკვეთება. ხშირ შემთხვევებში მათი სახელები პირდაპირ არ ფიგურირებს, მაგრამ კომპანიები და დამფუძნებლები ერთი საერთო პიროვნებით არიან დაკავშირებული. დოკუმენტები ამტკიცებს, რომ ვანო ჩხარტიშვილის და ქიბარ ხალვაშის კომპანიების ნაწილი ერთი და იგივე ადამიანის მეშვეობით იმართება.

შპს "ნიუ როუდ დეველოპმენტ" გრუპი, რომლის დირექტორი ქიბარ ხალვაშია, ერთი წლის წინ, 2018 წლის 9 ივლისს დაფუძნდა. საჯარო რეესტრის დოკუმენტში კი წერია, რომ კომპანიის სამეურვეო საბჭოს წევრი რატი ღვამბერიაა. ღვამბერია აქტიურად ფიგურირებს ვანო ჩხარტიშვილის, თითქმის, ყველა კომპანიაში. 2018 წლის 12 თებერვალს დაფუძნებულ შპს "ევრო-აზიურ მენეჯმენტ ჯგუფში" რატი ღვამბერია დირექტორად არის გაფორმებული. რეესტრის დოკუმენტის მიხედვით, ამავე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თანათავმჯდომარე ვანო ჩხარტიშვილია. ვანო ჩხარტიშვილია პარტნიორი შპს "ბლექ სი ქოლდში," დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის დირექტორი ასევე რატი ღვაბერიაა.

პაატა სალიას, რომელიც ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავი 2-ის“ დირექტორად დანიშვნამდე ხალვაშის ინტერესების დამცველი იყო, ვკითხეთ, რა ინფორმაციას ფლობს იმ ბიზნესკავშირების შესახებ, რომელიც ამ დოკუმენტებშია. სალია აცხადებს, რომ ხალვაშის და ჩხარტიშვილის საერთო ინტერესების შესახებ არაფერი სმენია და არც არანაირი დოკუმენტი უნახავს. მას „კურიერის“ ჟურნალისტმა დოკუმენტები ანახა, თუმცა განაცხადა, რომ აქედან კავშირის დადგენა ვერ მოხერხდება.

პაატა სალია ვანო ჩხარტიშვილთან პირადადაც არის დაკავშირებული. ჩხარტიშვილის ინტერესებს წლების წინ დიმიტრი გაბუნია იცავდა. გაბუნიასთან ერთად, რომელიც ახლა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია, პაატა სალია შპს "ჯი ეს ეი კონსალტინგში" 33-33 პროცენტს ფლობენ და მეწილეები არიან.

საჯარო რეესტრში არსებობს ისეთი უტყუარი დოკუმენტაციაც, სადაც ქიბარ ხალვაშის და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის ინტერესები პირდაპირ იკვეთება. შპს "ნიუ როუდ დეველოპმენტ" გრუპის 50 პროცენტს შპს "ჯორჯიან როუდ კონსტრაქშენ" გრუპი ფლობს, ამ კომპანიას სმარტ კაპიტალ კონსტრაქშენი, სმარტ კაპიტალის დირექტორი - რატი ღვამბერიაა. რატი ღვამბერიაა ასევე დირექტორი "სმარტ კაპიტალ ფროდაქშენის" და "სმარტ კაპიტალ გრუპის." "სმარტ კაპიტალ გრუპის" 100- პროცენტიანი წილის მფლობელი კი ვანო ჩხარტიშვილის შვილი - მიხეილ ჩხარტიშვილია.

ჩხარტიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი რატო ღვამბერია ფიგურირებს სკანდალური პანამის დოკუმენტებშიც. ღვამბერია იმ 80-ზე მეტ ქართველს შორის არის, ვინც პანამის ფურცლებზე ოფშორული კომპანიებით მოხვდა.

წყარო: "რუსთავი 2"

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი