უკან
პოლიტიკა
21 ოქტომბერი, 2017 13:25
ჩოხატაურის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ადგილობრივი საკრებულოს წევრი ხალხისთვის ფულის გადაცემაში გამოიჭირეს (ვიდეო)
გურიაში, ჩოხატაურის #62 საარჩევნო უბანთან ადგილობრივი საკრებულოს წევრი გოჩა სეხნიაშვილი ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემაში იყო შემჩნეული. „გურია ნიუსის“ ჟურნალისტმა სეხნიაშვილს სიაც უპოვა, სადაც სახელებისა და გვარების გვერდით თანხა იყო მითითებული.
თვითონ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა განაცხადა, რომ ეს წყლის გადასახადისთვის აკრეფილი ფულია, რომელიც მან იმ პირებს გადასცა, ვინც „წყალზე ემსახურება“.
ანა მებურიშვილი