უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

6 ივლისი, 2018 14:25
font-size

ჩოხატაურის მერის წარმომადგენელი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ბუკისცხის თემში, გელა ეზიეშვილი პოლიციამ დააკავა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკისციხის თვითმმართველი ორგანოს ხელმძღვანელი, 1974 წელს დაბადებული გ.ე. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა გ.ე. დაბა ჩოხატაურში დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, 1 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ამოიღო. ჩატარებული ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ გ.ე. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:

ისრაელში აჭარის მიმართ ინტერესი იზრდება

18 თებერვალი, 2019 , 14:00

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IMTM 2019“ წარადგინა. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში სიჩქარის კონტროლის 8 ახალი სექცია აამოქმედა

18 თებერვალი, 2019 , 14:00

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზებზე “ჭკვიანი” ვიდეოკამერების მონტაჟს განაგრძობს. მიმდინარე წელს მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ 66

მარნეულის ცენტრში გაზგასამართი სადგური იწვის

18 თებერვალი, 2019 , 10:15

მარნეულის ცენტრში გაზგასამართი სადგური იწვის. ცეცხლი ჯერ სატვირთო ავტომობილს გაუჩნდა, რომელსაც ადგილზე ბუნებრივი აირით ტუმბავდნენ, შემდეგ კი სადგურს გადაედო. - ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი2“ იტყობინება

ხანძარი თიანეთში - მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

18 თებერვალი, 2019 , 10:15

თიანეთში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიზეზი ელექტროსადგურში, ერთ-ერთ ტრანსფორმატორზე გუშინ გაჩენილი ხანძარია.ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი2“ იტყობინება. ცეცხლის ლოკალიზებას სახანძრო-ს

ანაკლიასა და განმუხურში ახალი სეზონისთვის ინფრასტრუქტურა განახლდება

16 თებერვალი, 2019 , 14:20

ანაკლია და განმუხური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. ამის შესახებ „მედიანიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, კურორტზე ზღვის სა

სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა

16 თებერვალი, 2019 , 11:35

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაახლა. ამის შესახებ უწყების პრსსამსახურის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა