უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 სექტემბერი, 2024 16:02
font-size

ჩვენ 2008 წლის აგვისტოში კი არ დავმარცხდით, დავმარცხდით 2024 წლის 14 სექტემბერს თავისი დამანგრეველი შედეგებით - გია ხუხაშვილი

ჩვენ 2008 წლის აგვისტოში კი არ დავმარცხდით, დავმარცხდით 2024 წლის 14 სექტემბერს თავისი დამანგრეველი შედეგებით, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

,,ბიძინას გამოსვლაში მთავარი ის არ არის, რომ მან ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა.

მთავარია, რომ 2008 წლის ომში (ცხინვალის ცეცხლის ალში გახვევა), ანუ სამხედრო დანაშაულში ცალსახად დაადანაშაულა საქართველოს ხელისუფლება(არა ნაც.მოძრაობა), რომელიც გარედან (არა რუსეთიდან) მიღებული დავალებით მოქმედებდა.

შესაბამისად, იგულისხმება რომ რუსეთი იძულებული გახდა დაეცვა ოსი ხალხი გენოციდისგან, რომელიც ინიცირებული იყო დასავლეთიდან და მისი აღსრულება ხდებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. აქვე დაპირდა ყველას, რომ ამისთვის გაასამართლებს ნაც. მოძრაობას, ანუ იმდროინდელ ხელისუფლებას.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ტიპის დანაშაულის ტვირთი გადადის არა რომელიმე პარტიაზე, არამედ სახელმწიფოზე, რომელსაც იმ ეტაპზე წარმოადგენს ამა თუ იმ პარტიით დაკომპლექტებული ხელისუფლება.

ეს არის სცენარი, რომელიც არა თუ მთლიანად “ათეთრებს” რუსეთის ქმედებებს, არამედ წარმოადგენს მათ ნამდვილ მშვიდობისმყოფელებად, რომლებმაც დაიცვეს ოსი ხალხი გენოციდისგან.

ეს არის ზუსტად ის, რასაც ამტკიცებს რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება 2008 წლის შემდეგ და რასაც სრული მოცულობით დაეთანხმა საქართველოს ხელისუფლება.

შესაბამისად, ჩვენ 2008 წლის აგვისტოში კი არ დავმარცხდით, დავმარცხდით 2024 წლის 14 სექტემბერს თავისი დამანგრეველი შედეგებით”,- ამბობს გია ხუხაშვილი.

რეალური შეტევითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა დავუპირისპიროთ, საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ ყველა ძალადობრივ ქმედებას და ამათი დღეები დათვლილია - ლევან ხაბეიშვილი

29 აპრილი, 2025 , 17:05

რეალური შეტევითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა დავუპირისპიროთ, საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ ყველა ძალადობრივ ქმედებას და ამათი დღეები დათვლილია!   – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ

რეჟიმი შეიძლება ცდილობდეს შიშის დათესვას, მაგრამ ეს მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს ძალას - სალომე ზურაბიშვილი

29 აპრილი, 2025 , 16:57

სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებული დარბევა ავტორიტარული რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობაა,რათა ჩაახშონ განსხვავებული აზრი, -   ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბი

რეჟიმს თავისუფალი მოქალაქეების ეშინია - გიორგი ვაშაძე

29 აპრილი, 2025 , 14:00

ჯერ ფონდები დახურეს, რომლებიც რეჟიმის მიერ ნაცემ და ცრუ ბრალდებებით დაკავებულ ადამიანებს ეხმარებოდა, ახლა სახლებში შეუვარდნენ იმიტომ კი არა, რომ რამე დააშავეს, არამედ იმიტომ, რომ რეჟიმს თავისუფალი მოქალაქეების ეშინია, &n

მე ყველაფრისთვის მზად ვარ, ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება, არავის ეშინია - ალეკო ცქიტიშვილი

29 აპრილი, 2025 , 12:29

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულდა. პროკურატურის თანამშრომლებმა, როგორც ალეკო ცქიტიშვილმა განმარტა, სამსახურის ლეპტოპი და ტელეფონი ამოიღეს. „ჩა

მას შემდეგ, რაც მწერალთა კავშირი დაარბია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ნატა ლომოური დასვეს ხელმძღვანელად, ამ პატარა ბავშვმა თანამდებობა შეირგო და ჩათვალა, რომ არის ნაანდერძევი - თეა წულუკიანი

29 აპრილი, 2025 , 12:01

მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მწერალთა კავშირი დაარბია, ნატა ლომოური დასვეს ხელმძღვანელად, შეირგო და ჩათვალა, რომ ეს არის ნაანდერძევი, მისთვის არავის უკადრებია, თუმცა ამასაც და ბევრსაც იმსახურებდა

ბიძინა ივანიშვილის მაქინაცია არავის გაუგია საერთოდ არც გარეთ, არც შიგნით - გია ვოლსკი

28 აპრილი, 2025 , 17:49

ბიძინა ივანიშვილის რატომ არ იძებნება ბლუმბერგის სიაში, ამასთან დაკავშირებით პასუხი არ მაქვს. მე არ ვიცი, რა კრიტერიუმებით მსჯელობს და რა კრიტერიუმებს ითვალისწინებს ბლუმბერგის ეს ჩამონათვალი, - ამის შესახებ პარლამენტის პი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი