უკან
საზოგადოება
17 მაისი, 2017 17:00
ჩვენ აღვავლენთ ლოცვას, რათა მტკიცე იყოს ქართული ოჯახი - პატრიარქი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა.
პატრიარქის თქმით, დღეს არის ოჯახის დღესასწაული, აღევლინება ლოცვა რათა მტკიცე იყოს ქართული ოჯახი.
„უფალი ბრძანებს - ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოთ თქვენ. ჩვენ დღეს შევთხოვთ უფალს, რომ მეოხებითა ყოვლაწმინდისა ღვთისმშობელისათა ღმერთმა დალოცოს ჩვენი ოჯახები. დღეს არის ოჯახის დღესასწაული, ჩვენ აღვავლენთ ლოცვას, რათა მტკიცე იყოს ქართული ოჯახი, მრავალი შვილი აღზარდოს ქართულმა ოჯახმა. ამასთან დაკავშირებით გამოიცა ჟურნალი, რომელსაც ეწოდება ბედნიერი ოჯახი და ახლა წაკითხული იქნება ჩემი წინასიტყვაობა,"- თქვა პატრიარქმა.