საზოგადოება
ჩვენ აქ მოვედით არა ღონისძიების ჩასაშლელად, არამედ ღონისძიების ფორმატის შესაცვლელად - ლევან ლორთქიფანიძე
სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრის, ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, მათი მიზანი იყო არა კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვის ჩაშლა, არამედ მისი ფორმატის შეცვლა.
„ჩვენ ვართ ძალიან შეურაცხყოფილები, რომ ბოლშევიკებად მოგვიხსენიეს. ჩვენ სწორედ იმიტომ მოვედით, რომ „ოთარაანთ ქვრივი“, „გლახის ნაამბობი“, და „კაკო ყაჩაღი“ გვაქვს წაკითხული. ჩვენ აქ მოვედით არა ღონისძიების ჩასაშლელად, არამედ ღონისძიების ფორმატის შესაცვლელად“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ
შეგახსენებთ, თბილისში, ფილარმონიაში დაგეგმილი კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვა ჩაიშალა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეხვედრის გაუქმებაში სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წევრები დაადანაშაულა, რომლებიც შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით გამოვიდნენ. კობახიძემ ისინი კომუნისტები უწოდა და სწავლაზე ყურადღების გადატანა ურჩია.
ანა მებურიშვილი