უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 ნოემბერი, 2018 16:00
font-size

ჩვენ აქ ვართ ოპონირებისთვის და საპარლამენტო უმრავლესობის ნაცვლად ამ კვორუმს არ შევავსებთ - ოთარ კახიძე

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარული სხდომის გადადებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის ნაცვლად კვორუმს არ შეავსებს. მისი განმარტებით, ამ ქმედებით ოპოზიციამ საზოგადოებას დაანახა საპარლამენტო უმრავლესობის დამოკიდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

„ქართულ ოცნებას“ 122 დეპუტატი ჰყავს საქართველოს პარლამენტში. რაც შეეხება კვორუმს, კვორუმი არის 76. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვაზე, რომელზეც ისინი არიან პასუხისმგებელნი და რომელიც მათი მთავრობის მომზადებულია, არ ჩამოდიან პარლამენტში.

რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ აქ ვართ ოპონირებისთვის და მათ პასუხისმგებლობას არ გავიზიარებთ და მათ ნაცვლად ამ კვორუმს არ შევავსებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაინახოს, თუ როგორია ხელისუფლების დამოკიდებულება სახელმწიფოს ბიუჯეტის მიმართ“, - განაცხადა კახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა კვორუმის უქონლობის გამო, 16:00 საათამდე გადაიდო.

საკვანძო სიტყვები:

ხელისუფლება გაღიზიანებულია იმით, რომ შავგულიძემ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა პირველ ტურში - ალექსანდრე ბარამიძე

25 მაისი, 2019 , 15:10

„ხელისუფლება გაღიზიანებულია იმით, რომ შავგულიძემ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა პირველ ტურში და შიში აქვთ, რომ შესაძლებელია მათმა კანდიდატმა წააგოს ეს არჩევნები,“ - ამის შესახებ ბლოკ „ევროპული საქართვ

დავით გარეჯის ტერიტორიაზე არ უნდა მიმდინარეობდეს არანაირი სამუშაო, სანამ დელიმიტაციის კომისიები არ დაასრულებენ მუშაობას - ლაშა დარსალია

25 მაისი, 2019 , 13:55

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმე რთული მონაკვეთია, რომელზეც მიდის მუშაობა. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება რომელიმე მონაკვეთთან დაკავშირებით არ არის მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ჯაბა ჯიშკარიანმა ყოფილ თანაგუნდელებს გაფრთხილება მისცა

24 მაისი, 2019 , 17:45

ჯაბა ჯიშკარიანმა თბილისის საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა და ყოფილ თანაგუნდელებს გაფრთხილება მისცა. მისი თქმით, ჯიშკარიანის ყოფილი კოლეგები მთაწმინდაზე მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის&rd

სალომე ზურაბიშვილი ვან ის შეხვდა

24 მაისი, 2019 , 15:35

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში არსებული ვითარე

იუდა ისკარიოტელი რომ გამოვიდეს კონკურსზე კლანს აქვს საშუალება, დანიშნოს ნებისმიერ თანამდებობაზე - ანა დოლიძე

24 მაისი, 2019 , 13:35

იუდა ისკარიოტელი რომ გამოვიდეს კონკურსზე კლანს აქვს საშუალება, დანიშნოს ნებისმიერ თანამდებობაზე, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძე განაცხადა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამარ

`ხან ზვიადია, ხან ედუარდი და ხან მიშა...თვითონ ბიძინა აღარ არსებობს`

24 მაისი, 2019 , 13:35

ბიძინა ივანიშვილის შესახებ, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს: "ბიძინას პოლიტიკური იდენტურობის დისოციაციური აშლილობა მას სურდა გაეფილტრა საქართველოს უახლესი ისტორია...შეეთავსებინა ყველაფერი კარგი წინა ლიდერებისგან - ზვიადის