უკან

საზოგადოება

31 ოქტომბერი, 2018 14:00
font-size

ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმით, რომ ასფალტი მოიფრეზოს და ახალი გადაიგოს, ეს არ არის გაკეთებული საქმე - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 20 დღის განმავლობაში მთლიანად დასრულდება. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა.

მისი თქმით, სამუშაოები საკმაოდ მაშტაბური იყო და ამ ქუჩაზე მოწესრიგდა როგორც სანიაღვრე, ისე საკანალიზაციო სისტემები.

„გზის საფარი და საპარკინგე ადგილები მოწესრიგდება. უბრალოდ შეუძლებელი იყო იქ მცხოვრებ ადამიანს დაეყენებინა მანქანა, ისეთი რთული მდგომარეობა იყო. შევქმენით საპარკინგე ადგილები. მოვაწესრიგეთ არსებული საპარკინგე ადგილები. პირველი 10 დღის განმავლობაში ამირეჯიბის ქუჩიდან გადაიკეტება მოძრაობა, რომ რაც შეიძლება ინტენსიურად ვაწარმოოთ სამუშაოები. 20 დღის განმავლობაში ეს ქუჩა მოწესრიგდება“, - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, კიდევ უფრო მეტი მსგავსი პროექტები განხორციელდება ქალაქში.

„მსგავსი პროექტები არის საჭირო ქალაქში. ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ იმით, რომ ასფალტი მოიფრეზოს და ახალი გადაიგოს, ეს არ არის გაკეთებული საქმე. თუ გვინდა, რომ წლების განმავლობაში აღარ შევეხოთ ასეთ ადგილებს, რა თქმა უნდა, ფუნდამენტურად უნდა მოხდეს სამუშაოების შესრულება. მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა ჩასვლა, კაბელები, რომლებიც ჰაერში გადის, მიწის ქვემოთ უნდა ჩავიდეს და ა.შ. ყველა პროექტზე ანალოგიური დამოკიდებულება გვაქვს. იყო გარკვეული შეფერხებები ამის გამო ქალაქში, მაგრამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს ყველაფერი საჭიროა თბილისისთვის და რა თქმა უნდა, თქვენთვის“, - განაცხადა კალაძემ.

საკვანძო სიტყვები:

თამაშზე დამოკიდებულთა ფსიქოთერაპიის სეანსები დისტანციურად წარმატებით გრძელდება

29 მარტი, 2020 , 17:04

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "კამარა" ლუდომანებისთვის განკუთვნილ ფსიქოთერაპიის სეანსებს დისტანციურად აგრძელებს. მიმდინარე წლის თებერვალში "კამარამ", რომელიც უკ

18 პაციენტი გამოჯანმრთელდა

29 მარტი, 2020 , 12:56

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში ვირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა უკვე 18-ია, მათ შორის, ორი ბავშვია. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინე ეზუგბა

ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი - ამირან გამყრელიძე

28 მარტი, 2020 , 18:50

ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშ

ევროპის მიმართულებით დადგენილ ფრენებს 3 აპრილს ბერლინის მიმართულება დაემატა

28 მარტი, 2020 , 16:05

ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან თბილისის მიმართულებით დადგენილ ფრენებს ბერლინის მიმართულება დაემატა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ბერლინი-თბილისის რეისი 3

აშშ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად 1.1 მილიონ დოლარს გადასცემს

28 მარტი, 2020 , 16:05

ამერიკის შეერთებული შტატები ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად საქართველოს 1.1 მილიონ დოლარს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს. მათი ცნობით, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადე

გიორგი გახარია სწრაფ ტესტებზე ოპოზიციის შეთავაზებაზე - თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს მიეხმაროს, მივიდნენ, იქ სადაც მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ, ტელევიზორიდან პოლიტიკური კეკლუცობის ნაცვლად

28 მარტი, 2020 , 15:25

თუ ვინმეს რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს მიეხმაროს, მივიდეს იქ, სადაც მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს და იქ დაგვეხმარო