უკან

კონფლიქტის ზონა

29 მარტი, 2017 13:45
font-size

ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას - გაეროში ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენელი

გაეროში ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენლის მეთიუ რაი კრიფტის განცხადებით, ბრიტანეთი არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთში მარტში ჩატარებულ ე.წ არჩევნებს.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი არც იმ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს აღიარებს, რომელსაც სამხრეთ ოსეთში აპრილში გამართავენ.

ამის შესახებ რაი კრიფტმა, გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა.

დახურულ სხდომაზე, უკრაინის წარმომადგენლის მიერ დაყენებული საკითხის განხილვა გაიმართა, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას შეეხებოდა.

„სხდომაზე უკრაინის მოთხოვნით განვიხილეთ საქართველოს საკითხი. შეშფოთებას იწვევს საქართველოში ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის ფაქტი, რაც აფხაზეთიდან და აფხაზეთში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს. ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთში მარტში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. ამასთან, არ ვცნობთ სამხრეთ ოსეთში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმზე სახელის შეცვლაზე. ეს პროცესები კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტაზე პოზიტიურად არ აისახება.

დღევანდელ სხდომაზე ბრიტანეთის დელეგაციის წარმომადგენლების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას“,-აღნიშნა დიპლომატმა.

მონიკა დავლიანიძე

„ერთად გავაპროტესტოთ რუსული ოკუპაცია, ერთად გავაპროტესტოთ მცოცავი ოკუპაცია“ - მოძრაობა `შეცვალე` აქციას დღეს, 16:00-ზე განაახლებს

20 ოქტომბერი, 2019 , 10:28

ნატახტრის გზაზე გუშინ გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ პროტესტი ისევ გრძელდება და აქცია დღეს, 16:00 საათზე, შაქშაქეთის გამშვებ პუნქტთან კვლავ განახლდება. მოძრაობა "შეცვალეს" ერთ-ერ

„ერთად გავაპროტესტოთ რუსული ოკუპაცია, ერთად გავაპროტესტოთ მცოცავი ოკუპაცია“ - მოძრაობა `შეცვალე` აქციას ხვალ, 16:00-ზე განაახლებს

19 ოქტომბერი, 2019 , 20:16

ნატახტრის გზაზე, მოძრაობა "შეცვალეს" საპროტესტო აქცია დასრულდა. როგორც აქციის ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, პროტესტი ისევ გრძელდება და აქცია ხვალ 16:00 საათზე, შაქშაქეთის გამშვებ პუნქტთან კვლავ განახლდება. მოძ

გიორგი გახარია ატოცზე : სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მშვიდად განაგრძონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება

19 ოქტომბერი, 2019 , 18:52

დღეს სახელმწიფო საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მშვიდად განაგრძონ თავიანთ მიწაზე ცხოვრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ

სოფელ ატოცში საოკუპაციო ძალების ქმედება წარმოადგენს პროვოკაციას, რაც მიზნად ისახავს ვითარების დესტაბილიზაციას - საგარეო საქმეთა სამინისტრო

19 ოქტომბერი, 2019 , 16:15

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონოს პროცესს ეხმაურება. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქა

რუსეთის საოკუპაციო ძალები სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ - სუს-ი

19 ოქტომბერი, 2019 , 12:25

რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ისინი სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მათივე ინფორმაციით, გაა

რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ პროვოკაციულ ქმედებებს აგრძელებენ - სუს -ი

16 ოქტომბერი, 2019 , 14:25

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ პროვოკაციულ ქმედებებს აგრძელებენ. „რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანასა და წაღვლი