უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 ნოემბერი, 2016 13:30
font-size

ჩვენ არასდროს შევიცვლით ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას, დავრჩებით კრიტიკულ ტელევიზიად - ნიკა გვარამია

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ უზენაეს სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით ტელეკომპანიის ეზოში სპეციალური განცხადება გააკეთა.

,,დღეს ნამდვილად იწყება არა მარტო ჩვენი, ჩვენი კომპანიის, ჩვენი გულშემატკივრების ბედი, არამედ ყველა იმ ადამიანის ბედი, ვინც გვიყურებს, ვინც ჩვენს წინააღმდეგაა და მათ შორის იმ ადამიანების ბედი, რომლებიც ამ საქმეს გადაწყვეტს, 3 მოსამართლის კარიერული ბედი, ქალბატონი ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძის და ბესარიონ ალავიძის. დღეს წყდება ამ სამი ადამიანის მიერ თუ როგორ გზას აირჩევს საქართველო. იქნება რუსული მოდელის ოლიგარქია, თუ იქნება სუსტი, მაგრამ დემოკრატია. ექნება არადემოკრატიული აწმყო მაგრამ ექნება დემოკრატიის პერსპექტივა. ამ გადაწყვეტილებას პერსონალურად 3 მოსამართლე იღებს.

დღეს წყდება ამ სამი ადამიანის მიერ საქართველო როგორ გზას აირჩევს - იქნება რუსული მოდელის ოლიგარქია, თუ იქნება სუსტი, მაგრამ დემოკრატია, ექნება არადემოკრატიული აწმყო მხოლოდ, მაგრამ ექნება დემოკრატიის პერსპექტივა. ამ გადაწყვეტილებას იღებს პერსონალურად ეს სამი მოსამართლე. ისინი ნებისმიერ შემთხვევაში შევლენ ისტორიაში, მაგრამ თვითონ უნდა იარჩიონ, როგორ შევლენ ისტორიაში. ძალიან მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ, რომელიც მთლიანად მართავს პროცესებს, გააცნობიეროს, რომ დღეს წყდება მისი ბედიც’’, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, რუსთავი 2 არასდროს შეცვლის სარედაქციო პოლიტიკის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

,,ჩვენ არასდროს არ შევიცვლით ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას, დავრჩებით კრიტიკულ ტელევიზიად იმ შემთხვევაში თუ რუსთავი 2 იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს. ჩვენ არ დავიხევთ უკან და ვიქნებით მუდმივად კრიტიკულები, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი არჩევანი, მხოლოდ იმიტომ, რომ მედიის საქმე არის კრიტიკა და არა ხელისუფლებისთვის ტაშის დაკვრა, მხოლოდ იმიტომ, რომ ასე გამოვხატავთ მაყურებლის ინტერესს და ბოლოს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი, ყველა აქ მდგომის ღრმა რწმენით, სწორედ ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ასეა უკეთესი მისი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის’’, - განაცხადა გვარამიამ.

არხის გენერლური დირექტორი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

,,საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს კრიტიკული ტელევიზიის ქონა და დისკომფორტში ყოფნა, მაგრამ სამაგიეროდ ევროატლანტიკური პერსპექტივის დატოვება, საკუთარი შეცდომების მყისიერად გაგება, თუ მეორე მხრივ პრაქტიკულად მოსპობა დემოკრატიის მომავლის, გამოჯახუნება ევროპის კარების სამაგიეროდ კრიტიკის არ ქონა ერთმანეთის მოტყუება, რომ ყველაფერი კარგად არის და მოსახლეობის დატოვება კრიტიკული და საღი აზრის გარეშე. მე ეს გავლილი მაქვს, როგორც მთავრობის წევრს. მერწმუნეთ, ძალიან მძიმე შეცდომის დაშვება იქნება თქვენი მხრიდან," - განაცხადა ნიკა გვარამიამ და ტელემაყურებლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

,,დაიცავით რუსთავი 2 თქვენს გარეშე ეს ამბავი ძალიან გართულდება. ყველა გზით, რომელიც ნებადართულია კანონით, თავისუფლების დაცვა ისეა თქვენს ხელში, როგორც არასდროს. შეიძლება არასდროს არ გქონდეთ ბედნიერება დაიცვათ საკუთარი ქვეყნის და ბავშვების მომავალი. გამოდით აქციაზე, სადაც მოგიწოდებენ პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოდით ჩვენს დაძახილზე და ფიზიკურად დაიცავით რუსთავი 2. დღევანდელი დღე უნდა გავაკეთოთ ჩვენ თვითონ," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში განქორწინებულთა რიცხვი რეკორდულად მაღალ ნიშნულს იკავებს - ანა ფუტკარაძე

16 ივლისი, 2020 , 17:02

საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, განქორწინების მაჩვენებელმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია და ბოლო 10 წლის განმავლობაში, 11, 205 შეადგინა, თუმცა აღნიშნული მონაცემიც სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია არ არის და შეეხება მხოლო

ქართველ სტუდენტთა გერმანიაში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით მთავრობამ კიდევ ერთი სუბსიდირებადი ფრენა დაამტკიცა - ნათია თურნავა

16 ივლისი, 2020 , 15:16

ქართველ სტუდენტებს, რომელთაც გერმანიაში დროზე ადრე დაბრუნება სურთ, მთავრობა ჩარტერულ რეისს სთავაზობს - ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისაუბრა.

თავდაცვის სამინისტროში მომსახურე, ასევე ყოფილ სამხედროებს, ბინები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ - გიორგი გახარია

16 ივლისი, 2020 , 15:04

თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მისი უწყებრივი ბინები, საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე, რომელიც, როგორც დღე, თავდაცვის სამინისტროში მომსახურე ჩვენს სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს ეხება, კომისიური წესით ი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტმა ინოვაციური მეთოდი შეიმუშავა და ახალი ტექნოლოგიები შექმნა

16 ივლისი, 2020 , 14:36

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ინფორმაციის ჰოლოგრაფიული ჩაწერისა და დამუშავების ლაბორატორიაში, უნიკალური პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული დიფრაქციული ელემენტის საფუძველზე, ინოვაციური პოლარიმეტრული მ

პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღებთა სია კიდევ ერთხელ გადაიხედოს

16 ივლისი, 2020 , 13:07

 ფინანსთა სამინისტროს უნდა განვუსაზღვროთ დავალებად, რომ კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩვენი მოქალაქეების სიას, რომლებსაც ჩვენ სოციალური მიზნობრივი დახმარება გავუწიეთ და კიდევ ერთხელ ვნახოთ, მიზნობრიობის თვალსაზრისით რისი

ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვახერხებთ ვირუსის ეფექტურ მართვას, ეს არის ეკონომიკის შემდგომი სწრაფი და ეფექტური აღდგენის გასაღები - გიორგი გახარია

16 ივლისი, 2020 , 12:54

ქვეყანამ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მოვახერხეთ და დღესაც ვახერხებთ ვირუსის ეფექტურ მართვას, ეს არის ეკონომიკის შემდგომი სწრაფი და ეფექტური აღდგენის გასაღები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე