უახლესი ამბები
- 26.01.2021 17:52პრეზიდენტმა ტოივო კლაართან ვაქცინის მოწოდებისა და კოვიდსოლიდარობის საკითხზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა
- 26.01.2021 17:48საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოს - საგარეო უწყება
- 26.01.2021 17:26ელექტრონულ ფორმატში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეების გამართვა გრძელდება
- 26.01.2021 17:22უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
- 26.01.2021 17:181 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი გახდა
- 26.01.2021 17:13ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა თურქეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
- 26.01.2021 17:07ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ველოდი, ვიდრე ეს გამოითქვა - ფრიდონ ინჯია
- 26.01.2021 16:58“თეატრალურ უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემას ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები მფარველობენ” – რას აცხადებს ყოფილი ლექტორი
- 26.01.2021 16:52“კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა” - ცხრა ოპოზიციური პარტია ერთობლიც განცხადებას ავრცელებს
- 26.01.2021 16:48თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი უკანასკნელ 24 საათში 6%-ია
არქივი
კომენტარი


ჩვენ აუცილებლად გავამთლიანებთ ჩვენს ქვეყანას - გიორგი კვირიკაშვილი
ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო, ძალიან ბევრი სირთულე გამოიარა და დღეს ადგას იმ გზას, რომელიც აუცილებლად მიიყვანს უკეთესი მომავლისკენ,- განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფლების მოედანზე, სადაც წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ყველა მოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„მინდა ყველას მივულოცო დამოკიდებლობის დღე, რომლისთვის ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო, ძალიან ბევრი სირთულე გამოიარა და დღეს ადგას იმ გზას, რომელიც აუცილებლად ჩვენს ქვეყანას მიიყვანს უკეთესი მომავლისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის გმირების - მართლაც საამაყო სასიქადულო შვილების მსხვერპლი და სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის. ჩვენ აუცილებლად გავამთლიანებთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ნამდვილად ევროპულ საქართველოს და მე ამაში ერთი წამი ეჭვი არ მეპარება. მინდა ყველას მივულოცო. მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის მეგობრებსაც, რომლებსაც გული შესტკივათ ჩვენზე. მინდა ყველა თქვენგანს მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს",- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, წელს ვზეიმობთ ასევე „ვეფხისტყაოსნის" 850 წლის იუბილეს.
„ეს არის ნაწარმოები, რომელიც განსაზღვრავს, არის განსხეულება ჩვენი ქვეყნის სულის და მისი სიბრძნე ატარებს ჩვენს ქვეყანას ყველაზე რთულ მომენტებში. ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გაბრწყინდება. გილოცავთ დღევანდელ დღეს", - განაცხადა პრემიერმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

იაგო ხვიჩია რომ არის პოლიტიკური ფიგურა, ეს პოლიტიკური ველის გადაგვარებაზე მეტყველებს – გოგა ხაინდრავა
26 იანვარი, 2021 , 16:16

ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში, ცივი გონებით მოქმედება სჯობს -არჩილ თალაკვაძე
23 იანვარი, 2021 , 17:10

სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი, ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას - ანა დოლიძე
21 იანვარი, 2021 , 17:10

სახალხო დამცველის განმარტება ციხეთა სისტემაში შექმნილ ვითარებაზე საგანგაშოა - ცენტრი “ემპათია”
20 იანვარი, 2021 , 15:40
თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, ჭორაობას თავი დაანებონ - გიორგი ვაშაძე
18 იანვარი, 2021 , 18:16

ნატო ჩხეიძე: ვისაც უწმაწური სიტყვების გარეშე აზრის გამოთქმის უნარი არ აქვს, მათ „მოსაზრებებს” ვშლი
18 იანვარი, 2021 , 12:25