უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 თებერვალი, 2019 12:46
font-size

ჩვენ აუცილებლად უნდა ვგრძნობდეთ მაჯისცემას 24-საათიან რეჟიმში - მამუკა ბახტაძე

ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა იყოს ქართული ბიზნესი და ქართველი მეწარმეები, შესაბამისად, დიალოგს მთავრობასა და ბიზნესს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნესომბუდსმენის ანგარიშის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რგოლი იმ სტრატეგიაში, რომელსაც მთავრობა ახორციელებს.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი Fitch-ის საკრედიტო რეიტინგის შედეგების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს წარმატება განპირობებულია ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობით.

„რამდენიმე დღის წინ ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ინფორმაცია მივიღეთ - Fitch-მა გაზარდა ჩვენი საკრედიტო რეიტინგი და ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა დღეის მდგომარეობით რეგიონში, ვისაც ეს რეიტინგი გაუზარდეს. მოგეხსენებათ, გასული წლის მეორე ნახევარი განსაკუთრებით რთული იყო რეგიონისთვის და შესაბამისად, ეს წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ყველა ინიციატივა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება განახორციელებს, აუცილებლად იქნება შეჯერებული კერძო სექტორთან. მე ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად მუშაობის პერიოდში მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩვენი ინიციატივების ძალიან დიდი ნაწილი ყოფილიყო წარმოდგენილი კერძო სექტორის მიერ, რადგან მწამს, რომ თქვენზე უკეთ არავინ იცის, რა გვაქვს დასახვეწი საკანონმდებლო ჩარჩოში, რა ინიციატივებია განსახორციელებელი, რათა საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად განვავითაროთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო კომუნიკაციაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.
„ჩვენ აუცილებლად უნდა ვგრძნობდეთ მაჯისცემას 24-საათიან რეჟიმში, რა აწუხებს ბიზნესს, რა საკითხებია ოპერატიულად გადასაჭრელი და ამავე დროს, რა ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი, რომ შევქმნათ კიდევ უფრო უკეთესი ბიზნესკლიმატი საქართველოში. მეორე წარმატება, რომელიც ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია, გახლავთ ის, რომ საქართველო მეექვსე ადგილზეა Doing Business-ის რეიტინგში. ეს არის გლობალური წარმატება და მსურს ,მადლობა გადავუხადო ყველას, განსაკუთრებით ჩვენი კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ ერთობლივი მუშაობით ჩვენ ეს შევძელით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბიზნესომბუდსმენმა გუნდთან ერთად გასულ წელს მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა და ბევრი საკითხის ოპერატიულად გადაჭრა მოხერხდა.

„ვფიქრობ, საკითხების ოპერატიულად გადაჭრის მექანიზმი კიდევ უფრო უნდა დავხვეწოთ. ჩვენ გვაქვს წარმატებები ამ მიმართულებით, მაგრამ მე მოწადინებული ვარ, რომ საკითხები, რაც ბიზნესს აწუხებს, კიდევ უფრო სწრაფად გადავჭრათ, ეს იყოს ძალიან ნათელი და გამჭვირვალე პროცედურა და ყველასთვის ადვილად აღსაქმელი, თუ როგორ ახერხებს მთავრობა ნებისმიერი ბიზნესისთვის ოპერატიულ რეჟიმში სხვადასხვა პრობლემის გადაჭრას. მსურს, ირაკლი ლექვინაძეს და მის გუნდს მადლობა გადავუხადო იმ საქმისთვის, რომელიც მათ გასულ წელს გასწიეს. წელს ჩვენ ეს წარმატება ერთად უნდა ავიყვანოთ ახალ დონეზე, რაც შესაბამისად უნდა აისახოს ჩვენს რეიტინგებში, საბოლოოდ კი - გაზრდილ ინვესტიციებში და დამატებით სამუშაო ადგილებში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს ბიზნესომბუდსენმა ირაკლი ლექვინაძემ აპარატის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ წარადგინა. ღონისძიებას მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკვანძო სიტყვები:

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი