უკან

პოლიტიკა

1 დეკემბერი, 2018 17:15
font-size

ჩვენ ავიღეთ თითქმის 900 000 ხმა... მეგობრებო, ჩვენ ეს არჩევნები მოგვპარეს - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ გზით ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიცია დააშინოს.

სააკაშვილის მტკიცებით, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ სინამდვილეში 900 000 ხმა დააგროვა და არჩევნებში გაიმარჯვა.

„დღეს ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეს, რომლებიც აცილებდნენ თავის შვილს უცხოეთში, დაესხნენ თავს ხელისუფლების მიგზავნილი ექვსი პროვოკატორი, მოძალადე და კრიმინალი. მათ უნდათ, რომ ჩვენ დაგვაშინონ, მაგრამ ივანიშვილი თვითონ არის შეშინებული. თითქმის 100 000 ბიულეტენია ოფიციალურად გაბათილებული, რომლის აბსოლუტური უმრავლესობას ვაშაძისთვის მიცემულ ხმებს წარმოადგენს. ამავე დროს, „კარუსელების“ მეშვეობით ჩაყრილია მინიმუმ 200 000 ხმა. „ძველი ბიჭებისა“ და „კარუსელების“ მეშვეობით მოხდა ეგზიტპოლების მანიპულირება. ჩვენ ავიღეთ თითქმის 900 000 ხმა. თეორიულადაც შეუძლებელია, რომ საქართველოში აიღო 900 000 ხმა და არ მოიგო, იმიტომ, რომ ასეთია მოსახლეობის რაოდენობა. 2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ბევრად ნაკლები ხმით აიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. მეგობრებო, ჩვენ ეს არჩევნები მოგვპარეს. ამიტომ ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიკამათოთ, ვინ რაღაც არასწორად გააკეთა ან როგორი არასწორი ტაქტიკა აირჩია. ყველაფერი იყო სწორად. თქვენ არჩევნები მოიგეთ! მე ძალიან ვამაყობ გრიგოლ ვაშაძით!“ - განაცხადა სააკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ ამ არჩევნებს არ ჰქონდა არაფერი საერთო თავისუფალ არჩევნებთან.

სააკაშვილმა მხარდამჭერებს რუსთაველის გამზირზე ხვალისთვის, 15:00 საათისთვის დაგეგმილ აქციაზე მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„მათ პრაქტიკულად არ აღიარეს ამ არჩევნების ლეგიტიმურობა. იგივე ხდება ევროპაშიც - არ აღიარებენ ლეგიტიმურობას. ნუ დაგაბნევთ ცალკეული მოლოცვები, დასავლეთი გვეუბნება - თუ რამის თავი გაქვთ, გამოდით და დაამტკიცეთ, როგორც ეს 2003 წელს მოხდა, როგორც სომეხმა ხალხმა მიმდინარე წლის აპრილში. თუ ჩვენ ამ ძალადობას დედის რძესავით შევირგებთ, ძალადობა გაგრძელდება და ძალმომრეობა შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ამიტომ ჩვენი მშვიდობის, ჩვენი სტაბილურობის, ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად ხვალ ყველანი რუსთაველის გამზირზე! ჩვენ უკან დამხევები არ ვართ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ! მე თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებ თქვენთვის, და არა ჩვენთვის, არა სკამებისთვის, მე ნამდვილად არაფერი არ მინდა, მაგრამ ახლა წყდება საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი. ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ. ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები, ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა! ვაჩვენოთ ჩვენი ბრძოლისუნარიანობა! ბრძოლა გამარჯვებამდე! აბა, თქვენ იცით!“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, საარჩევნო უბნების 100%-ის დათვლის შედეგად, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმათა 40.48% მიიღო, რაც რაოდენობრივად 780 633 ხმაა. მისმა კონკურენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კი ხმათა 59.52% (1 147 627) მიიღო.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“

25 აპრილი, 2024 , 11:11

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტე

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი