უახლესი ამბები
- 16.01.2021 11:35კახეთის პოლიციამ სამი პირის დაჭრაში ბრალდებული დააკავა
- 16.01.2021 11:35ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- 16.01.2021 11:35მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს
- 16.01.2021 11:35პოლიციამ ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოავლინა
- 16.01.2021 11:08დღის კალენდარი _ 16 იანვარი
არქივი
საზოგადოება


ჩვენ ბოლო პერიოდში ასეთი მოვლენები არ გვახსოვს და ეს არაბუნებრივი სიტუაციაა - ლევან დავითაშვილი
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია და წინა დღეებთან შედარებით სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესებულია. მისი თქმით, გადამწყვეტ როლს ამინდი შეასრულებს.
„პრემიერის ხელმძღვანელობით 24- საათიან რეჟიმში მუშაობს შტაბი. მოხდა რესურსების მაქსიმალურად მობილიზება და განაწილება. ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ბორჯომის ხეობაში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, რომელშიც ჩართულია ავიაცია, მძიმე ტექნიკა, 50-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა. ძალიან მნიშვნელოვანია, ამინდმა შეგვიწყოს ხელი. ძირითადი კერები ლოკალიზებულია, თუმცა იმისთვის, რომ მთლიანად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება საჭიროა ამინდის ხელშეწყობა. სიტუაცია არის საიმედო და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია წინა დღეებთან შედარებით“,- განაცხადა დავითაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილება თუ არა დივერსიის შესაძლებლობა, დავითაშვილმა უპასუხა, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
„ამ ეტაპზე ძალიან ძნელია რამის თქმა. მნიშვნელოვანია რას დაადგენს გამოძიება. ჩვენ ბოლო პერიოდში ასეთი მოვლენები არ გვახსოვს და ეს არაბუნებრივი სიტუაციაა გარკვეულწილად. ჩატარდება გამოძიება და დაადგენს, თუ რა იყო ხანძრის გამომწვევი მიზეზი“,- განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ბორჯომის ხეობაში ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ხანძრის გავრცელება შეჩერებულია. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქართულ მხარეს ეხმარებიან აზერბაიჯანი, თურქეთი, ბელორუსი და სომხეთი.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს
16 იანვარი, 2021 , 11:35

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა
16 იანვარი, 2021 , 11:15

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 189 პაციენტი
16 იანვარი, 2021 , 11:15

გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს სწრაფი გამოსწორება სჭირდება - თეა წულუკიანი
15 იანვარი, 2021 , 19:59

საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს პასპორტის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ
15 იანვარი, 2021 , 19:35

60 პროცენტი იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, რათა ჩვენ ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ - ამირან გამყრელიძე
15 იანვარი, 2021 , 17:20