უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

8 აპრილი, 2020 15:50
font-size

ჩვენ დავეხმარებით და გვერდში დავუდგებთ არა რომელიმე კომპანიას, არამედ ადგილობრივი წარმოების განვითარებას - ნათია თურნავა

მთავრობამ გადაწყვიტა, დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს არა მაინცდამაინც რომელიმე კონკრეტულ კომპანიას, არამედ შაქრის ადგილობრივ წარმოებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, შაქრის წარმოება ერთ-ერთია იმ დარგებს შორის, რომელსაც სახელმწიფო სერიოზულად განავითარებს და ააღორძინებს, რათა საკუთარი რესურსით მოვამარაგოთ ადგილობრივი ბაზარი, მათ შორის საქართველოში წარმოებული შაქრითაც.

„აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობთ, რომ დავეხმარებით აგარის შაქრის კომბინატს, ამით იმასაც ვამბობთ, რომ ნებისმიერი საწარმო, რომელიც აწარმოებს საქართველოში შაქარს, იგივე პირობებით ისარგებლებს. ამ ეტაპზე აგარის შაქრის კომბინატი ყველაზე მეტად არის მზად შაქრის წარმოებისთვის და პრაქტიკულად ორ თვეში შეძლებს წარმოების დაწყებას. თუკი რომელიმე კომპანია არის წარმოებისთვის მზად, ჩვენ მათაც დავუდგებით გვერდში სხვადასხვა მექანიზმებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მშენებლობის და დეველოპმენტის გადაცემის ეფექტი არის უაღრესად დიდი - ეს არ ნიშნავს მხოლოდ კომპანიების დახმარებას, ეს ნიშნავს, ჩვენი მოქალაქეების დახმარებას - გიორგი გახარია

28 მაისი, 2020 , 18:24

მშენებლობა და დეველოპმენტი, კრიზისამდე, პანდემიამდე შეადგენდა ჩვენი შიდა პროდუქტის 9 პროცენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის

დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმა მაქსიმალურად მოიცავს ყველა სოციალურ ჯგუფს და ხელს უწყობს, რომ სექტორში შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები - გიორგი გახარია

28 მაისი, 2020 , 13:42

საკმაოდ მოკლე დროში ეფექტურად ვიმუშავეთ და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრო

100 მილიონი დოლარის სესხი საქართველოში კოვიდ-19-ით დაზარალებულ ჯანდაცვასა და ეკონომიკას მოხმარდება - აზიის განვითარების ბანკი

28 მაისი, 2020 , 11:43

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის გავრცელების შეჩერების, ბიზნესზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილე

კონტრციკლური ბუფერი 0 პროცენტზე რჩება

27 მაისი, 2020 , 12:38

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0 პროცენტზე დატოვა. აღნიშნული ბუფერის მოთხოვნა წლის ბოლომდე უცვლელად შენარჩუნდება. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებ

ისტორიული ბორჯომი ჰესის აღდგენა ბორჯომ-პარკს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის - ნათია თურნავა

26 მაისი, 2020 , 17:41

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ისტორიული ბორჯომი ჰესის სარებილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ბორჯომ-პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგური ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის იმპერიაში პეტერბურ

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ პირველი მაისისათვის 27.58 მლრდ ლარი შეადგინა

25 მაისი, 2020 , 19:02

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი მაისისათვის 27.58 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.30 მლრდ ლარით, ანუ 4.49%-ით ნაკლებია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის