უახლესი ამბები
- 25.04.2024 17:33სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო
- 25.04.2024 17:07საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი
- 25.04.2024 14:27ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო
- 25.04.2024 13:51უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას - ირაკლი კობახიძე
- 25.04.2024 13:43საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
- 25.04.2024 13:33პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება
- 25.04.2024 13:21ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
ეკონომიკა
ჩვენ დავპირდით სტარტაპებს, რომ აღმოვფხვრით ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს - გიორგი ქობულია
ეკონომიკა. გიორგი ქობულია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ტექნოპარკში 30-მდე სტარტაპ კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ინოვაციების ეკოსისტემის გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სტარტაპების მხარდამჭერ სამომავლო პროექტებზე.
„ჩვენ გვქონდა ძალიან თავისუფალი, გახსნილი დისკუსია. ჩვენ დავპირდით სტარტაპებს, რომ აღმოვფხვრით ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს. ასევე ბევრი წინადადება მოვისმინეთ, როგორ უნდა იყოს საერთაშორისო პრომოუშენი ჩვენი სტარტაპებისთვის, როგორ დავაკავშიროთ ისინი სტარტაპებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში და ინოვაციების ეკოსისტემასთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ფორმატის შეხვედრები უფრო ხშირად და რეგულარულად გავმართოთ,” - განაცხადა გიორგი ქობულიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსიის დროს გადაწყდა, ჩამოყალიბდეს მუდმივმოქმედი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც თანამშრომლობა საჯარო სექტორსა და სტარტაპ კომპანიებს შორის იქნება უფრო ინტენსიური და ნაყოფიერი.
დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე.