უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 იანვარი, 2017 18:15
font-size

ჩვენ დღეს გვჭირდება უცხოელებზე მიწების გასხვისებაზე შეზღუდვები - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უცხოელებზე მიწების გასხვისების თემა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომლითაც საკონსტიტუციო კომისია უნდა დაინტერესდეს.

საკითხზე დეპუტატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

,,ამ შემთხვევაში ბევრი არასწორი აზრია გავრცელებული, პირველი არის ის, რომ ჩვენ ევროპელები თუ უცხოელები გვიშლიან ხელს და არ გვაქვს უფლება, რომ ამ საკითხზე მივიღოთ დაცვითი მექანიზმები და კანონმდებლობა, რაც საქართველოს დღეს უდავოდ სჭირდება’’, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დეპუტატი ფიქრობს, რომ აღნიშნული საკითხი აუცილებლად უნდა შევიდეს კონსტიტუციაში.

,,უნდა იყოს და როგორ უნდა იყოს, ეს არის მნიშვნელოვანი. ახლახან საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს მიერ გამოცხადებული მორატორიუმი მიწების გასხვისებაზე არაკონსტიტუციურია. ახლა ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც არც მორატორიუმი არის, არც შეზღუდვები და თავისუფალდ იყიდება მიწები უცხოელებზე როდესაც საქართველოს მოქალაქეები, ეკონომიურად არ არიან მზად ამ კონკურენციისთვის. მიმაჩნია, რომ კონსტიტუციაში უნდა იყოს სწორედ ის მუხლი, რომელიც ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას ამ საკითხზე მიიღოს კანონმდებლობა და შეზღუდვები. აღნიშნული საკითხი ჯერ არ განგვიხილავს, დღეს მიმაჩნია, თუ სხვა არგუმენტები არ მოვისმინე, რომ სრული აკრძალვა არაა საჭირო კონსტიტუციაში, ეს არის არა მოქნილი მიდგომა და კატეგორიული აკრძალვების წინააღმდეგი ვარ, მმართველობა და ქვეყნის მართვა ნიშნავს, რომ უნდა იყო მოქნილი. ჩვენ დღეს გვჭირდება უცხოელებზე მიწების გასხვისებაზე შეზღუდვები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უფრო არის კანონმდებლობის საკითხი იმიტომ, რომ შეიძლება ორ წელიწადში შეიცვალოს სიტუაცია და სხვანაირი მიდგომა დაგვჭირდეს, ვიყოთ თავისუფალი, მაგრამ არ ვიყოთ კონსტიტუციით შეზღუდული და კონსტიტუცია გვაძლევდეს იმის საშუალებას, რომ შევზღუდოთ ეს გაყიდვის საკითხი’’, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

ცინცაძის ქუჩის მოსახლეობა დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს

22 სექტემბერი, 2018 , 14:30

თბილისში, ცინცაძის ქუჩის მოსახლეობა მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს. N85 კორპუსის მაცხოვრებლების განცხადებით, დაახლოებით ორი წლის წინ, კორპუსის უკან მდებარე კლდის მოჭრისა და საცხოვრებელი სახლის მშე

ეროვნული არქივის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა

22 სექტემბერი, 2018 , 14:30

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მესამე საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“ დღეს დასრულდა. სამდღიანი ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობ

გეგუთის გარდა, ბავშვების მოწამვლის ფაქტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთ სოფელში დაფიქსირდა

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

სოფელ გეგუთის გარდა, ბავშვების მოწამვლის ფაქტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთ სოფელში დაფიქსირდა. საერთო ჯამში, მოწამვლის სიმპტომებით სხვადასხვა ჰოსპიტალში 26 ბავშვი გადაიყვანეს, – ამის შესახებ პირველ არხს წყა

საქართველო პირველად მასპინძლობს ევროპის სპორტის კვირეულს

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

23 სექტემბერს, 11:00 საათზე თბილისში, რიყის პარკში საზეიმოდ გაიხსნება ევროპის სპორტის კვირეული, რომელიც საქართველოში წელს პირველად გაიმართება.  ღონისძიებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 20 000-მდე ადამინი მიიღებს მონაწი

დედაქალაქის მერი საერთაშორისო აქციას - „დღე ავტომობილის გარეშე“ შეუერთდა

22 სექტემბერი, 2018 , 12:55

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საერთაშორისო აქციას „დღე ავტომობილის გარეშე“ შეუერთდა და მასთან დაკავშირებულ ველორბოლაში მიიღო მონაწილეობა. კახა კალაძემ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და

24-25 სექტემბრის ღამის საათებში რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

22 სექტემბერი, 2018 , 12:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში 24 და 25

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`