საზოგადოება
ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან, რომ შევიმუშაოთ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელი - მიხეილ ჩხენკელი
უმაღლესი განათლების დაფინანსების კუთხით სავარაუდო ცვლილებებზე ისაუბრა საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, განათლების სამინიტროს სამოქმედო გეგმის წარდგენაზე.
მინისტრის თქმით, დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებითვის მსოფლიო ბანკთან მუშაობენ.
„ჩატარდა არაგეგმიური მონიტორინგი და სამ უნივერსიტეტს შეუჩერდა ავტორიზაცია. როდესაც ავროტიზაციაზე ვსაუბრობთ იგულისხმება მინიმალური სტანდარტები, თუმცა ამაზე არ გავჩერდებით.
ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან, რომ შევიმუშაოთ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელი. საუბარია უნივერსიტეტების საბაზისო დაფინანსებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გამოვიტანთ სამსჯელოზე“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
სამოქმედო გეგმა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და მინისტრის განცხადებით, განათლების ყველა დონეზე ხარისხის ამაღლებას ემსახურება.