უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ოქტომბერი, 2017 12:40
font-size

ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერისათვის - მიჰაელ გალერი

ევროპარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე მიჰაელ გალერი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციაში აისახება.

ევროპარლამენტარის განცხადებით, რომლიც მან საქართველოს ვიცე-პრემიერთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ ჟურნალისტებთან გააკეთა, ევროპარლამენტი ეყრდნობა ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის პრინციპს, რომ ყველა ევროპულ სახელმწიფოს აქვს უფლება შეუერთდეს ევროკავშირს.

„ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერისა და აღიარებისთვის, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტის რეკომენდაციებში, ჩვენ ასევე მივუთითებთ 49-ე მუხლზე, რომ ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის არსებობს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი“-განაცხადა მან.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპალამენტარს საქართველოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ „საქართველოს მეგობართა ჯგუფი“ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ინტერესების ძლიერ ხმას ევროპარლამენტში. შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ დოკუმენტში არსებული ცალკეული ინიციატივები ხელს შეუწყობს როგორც სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას ევროკავშირთან, ასევე ასოცირების შეთანხმების ეფექტურ იმპლემენტაციას. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროკავშირთან უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით, ისევე როგორც ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობას ევროკავშირისთვის.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროპარლამენტარი საქართველოში მიიწვია.

მიხელ ჯანელიძე ბრიუსელს 2017 წლის 18-19 ოქტომბერს ვიზიტით სტუმრობს. იგი შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან, ასევე სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

ოკუპაცია არის გამოწვევა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და ის დაიძლევა ერთსულოვნებით და კონსოლიდაციით -მამუკა ბახტაძე

21 აგვისტო, 2019 , 21:45

ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრე

მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ - მამუკა ბახტაძე

21 აგვისტო, 2019 , 16:40

ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ავიაკომპანია „რაინეარი&ld

დავით ზალკალიანი ფედერიკა მოგერინის ესაუბრა

21 აგვისტო, 2019 , 14:50

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთ

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნესლიდერთა ფორუმს გახსნის

21 აგვისტო, 2019 , 12:26

28 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ბიზნესლიდერთა ფორუმს გახსნის. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესცენტრი ავრცელებს. საერთაშორისო ფორუმი საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანება MEDEF INTERNATIONAL ო

მამუკა ბახტაძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

20 აგვისტო, 2019 , 14:16

ჩინელი ხალხი პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ცხოვრობდნენ ერთიან საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იანიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. ჩინელმა დიპლომ

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

20 აგვისტო, 2019 , 11:05

ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლაშა ჟვანიამ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან ისრაელ კაცთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს საგარეო უ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს