კომენტარი


ჩვენ გამოვიყენეთ საერთაშორისო ფორმატები, ორმხრივი ფორმატები - მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მთავრობას რეზერვში ყველა ის რესურსი ჰქონდა მობილიზებული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ყოფილიყო გამოყენებული.
ამის შესახებ ჯანელიძემ, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად რუსეთისთვის დახმარების თხოვნით მიმართვის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„ყველა უწყება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მუშაობდა, რომ ყველა რესურსი ყოფილიყო გამოძებნილი სტიქიურ უბედურებასთან გასამკლავებლად. ჩვენ ყველა არხი გამოვიყენეთ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ მოგვეძიებინა შესაბამისი ტექნიკური დახმარება, შესაბამისი ტექნიკა, რომ ყოფილიყო განსაზღვრული თუ რა რესურსი გაგვაჩნია და რა დამატებითი რესურსი შეიძლება ყოფილიყო მოზიდული.
ჩვენ გამოვიყენეთ საერთაშორისო ფორმატები, ორმხრივი ფორმატები. მივმართეთ ევროატლანტიკური საგანგებო სიტუაციების ცენტრს, ასევე ევროკავშირის საგანგებიო სიტუაციების ცენტრს, გაეროს ფარგლებში შესაბამის ცენტრს და ასევე ჩვენ ვიმუშავეთ ორმხრივ რეჟიმში. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საერთაშორისო ფორმატში მოთხოვნილი დახმარების შემდეგ, ასევე საჭიროა ორმხრივი ფორმატი“,-განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ იყო ეს პროცესი საზოგადოებისთვის დახურული, ჯანელიძე პასუხობს, რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია თავიდანვე იყო.
„პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ 22 რიცხვში გააკეთა პირველი განცხადება, შემდეგ 24-ში გააკეთა განცხადება, შემდეგ უკვე 26 რიცხვში პროცესი ძალაიან დეტალურად ახსნა ბატონმა ზურაბ აბაშიძემ. შესაბამისად აქ არაფერი დამალული არ ყოფილა, ყველაფერი საჯარო, ღია იყო და ყველა ნაბიჯი განხორციელდა არსებული ფორმალური პროცედურების მიხედვით“,-განმარტა მიხეილ ჯანელიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

მგონია ვიღაც არის დაინტერესებული ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს - კვირიკაშვილი მუხთარლიზე
9 აპრილი, 2021 , 14:15

ნიკანორ მელიას პატიმრობა თავად ნიკანორ მელიას თვითმიზანია - ამირან გულუაშვილი
8 აპრილი, 2021 , 11:35

რეიტინგების ერთადერთი უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია - დავით სერგეენკო
7 აპრილი, 2021 , 12:30

არ შეიძლება ჩვენ ხალხს ასეთი ბრიყვი ადამიანი, წარმოუდგენელი არარაობა ჰყავდეს კონსტიტუციით პირველ პირად – ლევან ბერძენიშვილი
5 აპრილი, 2021 , 16:00

ის მიზეზი, რაც იწვევდა `ნამახვანი ჰესის` უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გულწრფელ წუხილს, მოხსნილია - კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა კითხვას - ნათია თურნავა
4 აპრილი, 2021 , 17:25

ელისაშვილი კობახიძეზე უარესია … ეგეც და ადრე „გირჩი“ რომ იყო და ახლა ქლიავების პარტია რომ ჰქვია - გიგი უგულავა
3 აპრილი, 2021 , 15:15