უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 ოქტომბერი, 2018 17:20
font-size

ჩვენ გამოვიტანთ დასკვნებს, გავაანალიზებთ და როცა ამ მიზეზებს დავადგენთ, შევეცდებით, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ - აკაკი ზოიძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებისგან მმართველი გუნდი დასკვნებს გამოიტანს.

მისივე თქმით, რაიმე მნიშვნელოვანი ინციდენტი ან გაყალბების მცდელობა არ ყოფილა, რომელიც არჩევნების შედეგებზე გავლენას მოახდენდა.

„ეს ნათლად აჩვენა იმანაც, რომ პირველივე ტურში მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა. ასე რომ, დემოკრატიის გამარჯვება ნამდვილად არის. მეორე ტურს დაველოდოთ. ხალხისგან მივიღეთ გზავნილი. ის აქტიურობა არ იყო, რომელსაც ველოდით, ის მხარდაჭერა არ იყო, რომელსაც ველოდით. გამოვიტანთ დასკვნებს“,-განაცხადა დეპუტატმა.

შეკიტხვას, თუ რატომ მისცა ამომრჩეველმა ასეთი გზავნილი მმართველ გუნდს და სად იყო დაშვებული შეცდომა კანდიდატის არჩევაში, თუ მმართველი გუნდის საქმიანობაში, აკაკი ზოიძემ უპასუხა, რომ მიზეზი ბევრია, მათ შორის სამართლიანობის აღდგენის საკითხი.

„ვერ დავანახეთ ადამიანებს, რომ ჩვენ სწორ ტენდენციებს მივყვებით და ვატარებთ რეფორმებს, რომელიც საზოგადოებას კეთილდღეობას მოუტანს არა შორეულ მომავალში, არამედ საკმაოდ მოკლე დროში. ასევე, არსებობს ბევრი სხვა მიზეზი, მათ შორის სამართლიანობის აღდგენის საკითხი. ფაქტი ერთია, რომ ჩვენ გაცილებით მეტი მუშაობა გვჭირდება. იმისთვის, რომ ხალხი დავარწმუნოთ“,-განაცხადა აკაკი ზოიძემ და აღნიშნა, რომ აუცილებელია, „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული ამომრჩეველი დარწმუნდეს, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება გააანალიზოს და გამოასწოროს დაშვებული შეცდომები.

ამ შემთხვევაში, აღარ არის რუხი ფერები. არის შავი და თეთრი, არის რეჟიმი, რომელმაც რაც არ უნდა საფარველი და მოსასხამი მოიცვას გაერთიანებული ოპოზიციის, მაინც ის რეჟიმია, რომელსაც ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე უარი უთხრა. ამისთვის მოქალაქეებს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ ვართ თეთრი და არა რუხი ძალა. „ნაციონალურ მოძრაობას” თავისი ამომრჩეველი ჰყავს მათ ახლაც მოახერხეს თავისი 600 ათასი ადამიანის მობილიზება, პლუს 160 ათასი „ევროპულ საქართველოს” ამომრჩეველი, რომელიც ჩვენზე განაწყენებული ამომრჩეველია ძირითადად.

ჩვენი ამოცანაა, ეს ადამიანები დავარწმუნოთ, რომ გადასხვაფერებული „ნაციონალურომოძრაობა” ცხვრის ქურქში გახვეული მგელია, რომელიც ახლა „ჰუმანისტების“ ნაკრები გახდა. ჩვენ გამოვიტანთ დასკვნებს, გავაანალიზებთ და როცა ამ მიზეზებს დავადგენთ, შევეცდებით, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ. მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეების დარწმუნებას შევძლებთ“,-განაცხადა ზოიძემ.

საკვანძო სიტყვები:

გიორგი გახარია სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

18 ოქტომბერი, 2019 , 15:25

საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული წარმატებული რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუნ ჰი-სანგის შეხვედრის მთავარი თემ

მიხეილ ბატიაშვილმა და სომხეთის განათლების მინისტრმა არაიკ არუთიუნიანი რეფორმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს

18 ოქტომბერი, 2019 , 15:25

ერევანში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილმა და სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტი მინისტრმა არაიკ არუთიუნიანი ორ ქვეყანას შორის

მეთიუ ბრაიზაც კი ვერ მალავს საფრთხეებს, რომელიც რასმუსენის იდეის უკან დგას - ნინო ბურჯანაძე

18 ოქტომბერი, 2019 , 14:15

მეთიუ ბრაიზა კვლავ აცოცხლებს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, რასმუსენის იმ იდეას, რომელიც კვიპროსის მოდელით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას გულისხმობს, - ასე პასუხობს “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის"

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობას შეხვდა

17 ოქტომბერი, 2019 , 16:30

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გაერო-ს კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც გაერო-ს მუდმივი კოორდი

შეხვედრა იყო დროული, საჭირო, აქტუალური - დავით ზალკალიანი ლავროვთან შეხვედრაზე

17 ოქტომბერი, 2019 , 16:00

“როგორც მაშინ, ისე დღესაც, ვიყავი და ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეხვედრა იყო დროული, საჭირო და აქტუალური“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში სამთავრობო საათზე, გაერ

ჩვენს უკან დგას ქვეყანა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება - დავით ზალკალიანი

17 ოქტომბერი, 2019 , 15:00

“მსურს ჩემი ქვეყნის მოსახლეობისთვის საგარეო უწყება და პირადად მე ვიყო მინისტრი, რომელიც მათ ოჯახებში მოიტანს მშვიდობას და არა შეიარაღებულ კონფრონტაციას, სტაბილურობას და არა ესკალაციის მუდმივ საფრთხეს, გააზრებულ ნაბ