უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

17 მარტი, 2020 14:15
font-size

ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ იქ სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება სრულად დავეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს - გიორგი გახარია

„გამოვთქვამთ მზაობას, რომ იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება, სრულად დავეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, რათა მათაც მივცეთ საშუალება გაუმკლავდნენ ამ გლობალურ გამოწვევას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ ხელისუფლება შეზღუდულია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შესაბამისი და იგივე დახმარება გაუწიოს, რასაც საქართველოს სხვა მოქალაქეები იღებენ.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება, სრულად დავეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს იმისთვის, რომ მათაც მივცეთ საშუალება გაუმკლავდნენ ამ გლობალურ გამოწვევას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, შეუძლებელია, რომ ამ გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ უპასუხოს და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის სამოქალაქო თვითშეგნება და პასუხისმგებლობა.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობის რესურსი არის შეზღუდული. შეუძლებელია ამ გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ უპასუხოს. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის სამოქალაქო თვითშეგნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი