უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ივნისი, 2019 11:40
font-size

ჩვენ განსაკუთრებულად დაინტერესებული ვართ, მეტი კერძო ინვესტიცია ვიხილოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში - მამუკა ბახტაძე

ვენ განსაკუთრებულად დაინტერესებული ვართ, მეტი კერძო ინვესტიცია ვიხილოთ ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებში და საჯარო-კერძო პარტნიორობის სააგენტო არის უნიკალური პლატფორმა ამ მიზნის მიღწევისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საჯარო-კერძო პარტნიორობის განვითარებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ საჯარო-კერძო პარტნიორობის რეფორმა, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება.

„ჩვენ შევეცადეთ, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება მოგვერგო ჩვენი რეალობისთვის, იმ მთავარი მიზნების მიღწევისთვის, რაც ჩვენი ეკონომიკის წინაშე დგას. ბუნებრივია, ეს არის სიღარიბის დაძლევა და მეტი ინკლუზიური ზრდა. დარწმუნებული ვარ, ეს ფორმატი საშუალებას მოგვცემს, საქართველოში მოვიზიდოთ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები და საქართველო გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი გლობალურ ბაზარზე. ამავე დროს, ჩემთვის, როგორც მთავრობის ხელმძღვანელისთვის, განსაკუთრებულად პრიორიტეტულია, დარწმუნებული ვიყოთ ნებისმიერი პროცესის გამჭვირვალობაში და იმაში, რომ გადაწყვეტილებების მიღების სტანდარტი ყველაზე მაღალი და ეფექტურია. ამ თვალსაზრისითაც, საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ფორმატი უნიკალურია, ვინაიდან მოცემული ინდიკატორები დაპარამეტრები, ძალიან ამბიციურია და შეესაბამება საუკეთესო საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების გამოცდილებას“, - განცახადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მთავრობამ ამ რეფორმისთვის გადადგა და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იმ რეფორმათა შორის, რომელსაც ჩემი მთავრობა ახორციელებს. მსურს, კერძო სექტორს მოვუწოდო მეტი აქტიურობისკენ, რათა კარგად შეისწავლონ ის პრინციპები, რომლითაც ეს სააგენტო იმოქმედებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერის გარეშე, გაგვიჭირდებოდა ასეთ მოკლე ვადებში სააგენტოს, ახალი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა და იმ საერთო პრიორიტეტების დასახვა, რომელიც დაგვეხმარება ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევაში, როგორიც არის სიღარიბე და მეტი ინკლუზიური ზრდის მიღწევა“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში პირველად, საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარებაზე ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენციაზე იმსჯელებენ საქართველოს მთავრობის მიღწევებზე მდგრადი სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, ღია მმართველობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით. ასევე ყურადღება დაეთმობა საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარების როლს ინკლუზიური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის უზრუნველყოფაში.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან საქართველოს მთავრობა, აზიის განვითარების ბანკი (ADB) დაგაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს აზიის განვითარების ბანკის (ADB) დირექტორმა საქართველოში იეშიმ ელჰან-ქაიალარმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა და საქართველოს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე რევიამ.

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29 მარტი, 2024 , 11:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რინა კალიურანდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი