უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
არქივი
მსოფლიო
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს ჩაგვრისა და აგრესიის გამო უკრაინაში - ჯო ბაიდენი
ყირიმში რუსეთის შეჭრიდან შვიდი წლის თავზე აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიმართვას ავრცელებს და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ნახევარკუნძული უკრაინის ტერიტორიაა.
„შვიდი წლის წინ ამ დღეს რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, როცა უკრაინაში შეიჭრა და მოახდინა ყირიმის ანექსირება.
აშშ დგას უკრაინისა და მისი პარტნიორების გვერდით ისე, როგორც კონფლიქტის დაწყების დღიდან იდგა. ამ სამწუხარო თარიღზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მარტივ ჭეშმარიტებას: ყირიმი უკრაინაა.
აშშ არასდროს ცნობს რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიას და იდგება უკრაინის გვერდით რუსული აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს ჩაგვრისა და აგრესიის გამო უკრაინაში. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ პატივის მიგებას იმ გამბედაობისა და იმედისადმი, რაც უკრაინელმა ხალხმა გამოიჩინა მაიდანზე, მოითხოვა მათი ქვეყნისთვის ახალი დასაწყისი და არ შეუშინდა სნაიპერის ტყვიას. აშშ-ში სჯერათ უკრაინის და მხარს უჭერენ უკრაინელებს მშვიდობიანი, დემოკრატიული ქვეყნისა და ნათელი მომავლის მშენებლობაში", - ვკითხულობთ განცხადებაში.