უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

5 ნოემბერი, 2019 18:00
font-size

„ჩვენ ღია უნდა დავტოვოთ კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვიან“ - შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„ჩვენ ღია უნდა დავტოვოთ კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპული ნორმებითა და ღირებულებებით ხელმძღვანელობენ და ყველაფერს აკეთებენ იმ იმედით, რომ ერთ დღესაც ევროკავშირის წევრები გახდებიან“ - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ თავის გამოსვლაში განაცხადა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ასოცირებისა და ინტეგრაციის ინსტრუმენტები შესთავაზოს ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვიან.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში იმ მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებსაც აღმოსავლეთ პარტნიორობა ეფუძნება, და რომლებიც ევროკავშირსა და მის აღმოსავლელ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებელი წინაპირობაა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგი ორიენტირებული უნდა იყოს ისეთ პრიორიტეტებსა და საერთო ღირებულებებზე, როგორიცაა დემოკრატია, მართლწესრიგი, ადამიანის უფლებები და თანაბარი შესაძლებლობები. ამასთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავრი მიზანი ადამიანებისთვის სწავლის, მუშაობისა და მოგზაურობის ახალი შესაძლებლობების შეთავაზება და, ამ გზით, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილების მოტანა უნდა იყოს. მინისტრმა თითოეული პარტნიორის მიმართ დიფერენცირებული მიდგომის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ევროკავშირი თითოეულ ქვეყანას მის მიერ მიღწეული პროგრესის მიხედვით უნდა აფასებდეს.

ენ ლინდემ თავის გამოსვლაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ ათი წლის განმავლობაში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებზეც ისაუბრა.

„როდესაც ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობამ თითოეულ პარტნიორ ქვეყანას მოუტანა, ჩვენ გვავიწყდება იმის აღიარება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ თავად ევროკავშირშიც მოახდინა ტრანსფორმაციაც. ევროკავშირი უკვე აღარ საუბრობს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე, არამედ მათ ევროპელ პარტნიორებს უწოდებს“ - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში.

შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებით შვედეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი გახდა

16 იანვარი, 2020 , 17:51

რუსეთის დუმამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. რუსული მედიის ცნობით, მიშუსტინის მთავრობის მეთაურად დანიშვნას 383-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 41-მა თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ არც ერთი

რუსეთის მთავრობა გადადგა

15 იანვარი, 2020 , 17:50

რუსეთის ფედერაციის მთავრობა გადადგა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ქვეყნის პრემიერმა, დიმიტრი მედვედევმა მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ფედერალური კრებისადმი მიმა

ფილიპინებზე ვულკან ტაალიდან ლავა მოედინება

14 იანვარი, 2020 , 11:55

ფილიპინებზე ვულკან ტაალიდან ლავა მოედინება. ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ უახლოეს საათებში ვულკანიდან მასშტაბური ამოფრქვევაა მოსალოდნელი. მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე 16 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. შექმ

„რევოლუციურ გუშაგთა კორპუსმა“ უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღო

11 იანვარი, 2020 , 16:40

ირანის ისლამური რესპუბლიკის „რევოლუციური გუშაგთა კორპუსი“ უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იღებს. ამის შესახებ „რევოლუციური გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო-კოსმ

დღევანდელი დილა კარგი არ იყო, მაგრამ სიმართლე მოიტანა - ვლადიმირ ზელენსკი

11 იანვარი, 2020 , 12:25

ირანის აღიარების შემდეგ ვლადიმირ ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეს ირანში შეფერხების გარეშე გამოიძიებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირა

ირანი ღრმა სინანულს გამოხატავს უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო - ირანის პრეზიდენტი

11 იანვარი, 2020 , 11:52

ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის განცხადებით, ირანი ღრმა სინანულს გამოხატავს უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდების გამო. „ირანის ისლამური რესპუბლიკა ღრმა სინანულს გამოხატავს ამ კატასტროფული შეცდომის გამო. გულ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`