უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 მაისი, 2017 14:55
font-size

ჩვენ ღია ვართ რუსი ტურისტებისთვის, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას არ შევეგუებით - თამარ ხულორდავა

ჩვენ ღია ვართ რუსი ტურისტებისთვის, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, ბუნებრივია, არ შევეგუებით, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას.

"ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან ღია პოლიტიკა. ჩვენ ვამბობთ იმას, რაც სათქმელია ყოველთვის პირდაპირ. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიციები იგივე რუსეთთან მიმართებაში, ღია ვართ რუსი ტურისტებისთვის - ეს ბევრჯერ დავაფიქსირეთ და ძალიან მოწონებით და სიხარულით ვხვდებით იმას, რომ საქართველო ტურისტებისთვის, მათ შორის რუსი ტურისტებისთვის, მიმზიდველი ადგილია. მათ არც ერთ ეტაპზე არანაირი პრობლემა საქართველოში მოგზაურობის კუთხით არ ექმნებათ, მაგრამ როცა ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას, ბუნებრივია, საქართველო, როგორც დამოკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, ამ კანონის დარღვევას არც ერთ შემთხვევაში არ შეეგუება.

სხვა კომენტარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე ვერ გავაკეთებ. ჩვენ მომავალშიც დავიცავთ საქართველოს კანონმდებლობას და ღია ვიქნებით ყველასთვის, ვინც საქართველოში ჩამოდის ტურისტული ღირსშესანიშნაობების სანახავად",- განაცხადა ხულორდავამ.

ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის ,,შავ სიაში’’ შეყვანის შესახებ საქართველოს ხელისუფლების განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისი განაგრძობს პროვოკაციებს, რომელიც ძირს უთხრის მოსკოვთან მიმართებაში გაჯანსაღების პროცესს.

რუსეთის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ზედმიწევნით შეაფასონ რისკები, რაც საქართველოში გამგზავრებასთან არის დაკავშირებული.

ნინო ექვთიმიშვილი

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება - ლევან ხაბეიშვილი

25 მარტი, 2024 , 17:22

როცა ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, ღიაობაზე, წარმოუდგენელია, ამ დროს მოსამართლე ამბობდეს, რომ მისი გადამოწმება არ შეიძლება, - ამის შესახებ განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. „ის

მურუსიძე/ჩინჩალაძეს რომ კლანს ეძახით, ჩემთვის არ ნიშნავს, რომ კეთილსინდისიერები არ არიან - მამუკა მდინარაძე

25 მარტი, 2024 , 16:48

სიტყვა კლანი არის გამოგონილი ტერმინი. უკვე ტყუილს შეიცავს თქვენი კითხვა [მიმართავს ჟურნალისტს] და ამიტომ ცოტა რთულია ასე ძალიან დინჯად და რაფინირებულად პასუხების გაცემა, აქ ემოციაც მოდის ხოლმე, - აცხადებს ჟურნალისტებთან

ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის - მიხეილ ყაველაშვილი თაკო ჩარკვიანს

22 მარტი, 2024 , 17:29

რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეს, ამის შემდეგ ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? - მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპ

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს - გივი გინტური

21 მარტი, 2024 , 13:22

გუშინ გომელაური გამოვიდა და გარდაცვლილიო... გარდაცვლილი კი არა, ჩემი ძმა რუსმა ოკუპანტებმა ჩაცხრილეს , - განაცხადა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ გივი გინტურმა ტელეკომპანია „ ფორმულასთან“ საუბრი

ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა - ვახტანგ გომელაური

20 მარტი, 2024 , 17:52

დაახლოებით 400 კმ-ია საოკუპაციო ხაზი ცხინვალის მიმართულებით. ურთულესია, არაერთხელ მისაუბრია და შეიძლება მეათედ ვსაუბრობ, მისი 100%-იანი გადახურვა ფიზიკურად შეუძლებელია. რაც არ უნდა თანხები, ბიუჯეტი მოგვცენ, რაც არ უნდა გ

ოპოზიციის წარმომადგენლებმა არ იცოდნენ, „ევრონესტის“ ასამბლეაზე ევროპული პერსპექტივის შესახებ რეზოლუციის გატანა თუ იგეგმებოდა - გიორგი ბოტკოველი

20 მარტი, 2024 , 13:13

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით რეზოლუცია , რომელიც „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე უნდა დაინიცირებულიყო, დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ არ იყო შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი