უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

29 იანვარი, 2019 13:45
font-size

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წინ წავიწიოთ საკრედიტო რეიტინგებში - ივანე მაჭავარიანი

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 5-7 წელიწადში წინ წავიწიოთ საკრედიტო რეიტინგებში, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანამ წამყვანი პოზიციები დაიკავოს საინვესტიციო რეიტინგებში, რისთვისაც საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გაუმჯობესება.

„ერთ-ერთი ეს არის ეკონომიკის ზომა ერთ სულ მოსახლეზე. აქ ხუთ წელიწადში ისეთ გარღვევას ვერ მოვახდენთ, რომ პირდაპირ საინვესტიციო რეიტინგში მოვხვდეთ, თუმცა ყოველწლიურად გვაქვს მდგრადი ზრდა და ვგეგმავთ 5500-6000 დოლარის ფარგლებში ავიდეთ მშპ-სთან მიმართებაში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალის მიმართულებით. ეს უკვე მოგვცემს შესაძლებლობას, მივუახლოვდეთ საინვესტიციო რეიტინგს.

გარდა ამისა, არის სხვა კომპონენტები, რომელიც გავლენას ახდენს საკრედიტო რეიტინგებზე და აქ გაცილებით დიდი პოტენციალი გვაქვს, მათ შორისაა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც წლიდან წლამდე მცირდება და ახლა რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. პირველად ჩვენს ისტორიაში, 2018 წლის მესამე კვარტალში ჩვენ გვქონდა დადებითი მიმდინარე ბალანსი.

მნიშვნელოვანია ჩვენ გავაგრძელოთ დანაზოგების ზრდა და ფისკალური დისციპლინა, რომლის ძალიან დადებითი ტენდენცია გვაქვს. აუცილებელია გავაგრძელოთ ეს პოლიტიკა მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის იოლი, ჩვენ არ შევწირავთ პოლიტიკურ კონიუქტურას და პოპულიზმს იმ მდგრადობას, რასაც მივაღწიეთ იმიტომ, რომ ეს პოლიტიკა გამოიწვევს მნიშვნელოვან ძვრებს, რაც ჩვენ გვჭირდება ეკონომიკაში. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მოქმედებს რეიტინგებზე, ესაა ინსტიტუტების სიმყარე და ეფექტურობა. აქაც ჩვენ გვაქვს კარგი შედეგები და ყველა შესაძლებლობა, აქტიურად გავაგრძელოთ რეფორმები. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენი მიზანია, ყველა მნიშვნელოვან რეიტინგიში საქართველო შევიდეს ტოპ ხუთეულში. კიდევ ერთი ფაქტორი არის პოლიტიკური სტაბლურობა და ამ კუთხითაც ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

საკვანძო სიტყვები:

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა ხუთი პროცენტით შემცირდა - საქსტატი

13 მარტი, 2024 , 13:09

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 24 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

11 მარტი, 2024 , 12:03

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წელს 1 594.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.0 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის დაზუსტებულ მ

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი - როლანდ პრაისი

27 თებერვალი, 2024 , 12:41

შუა დერეფანი სრულად თუ განვითარდება, არსებობს ეკონომიკური განვითარების უზარმაზარი პოტენციალი, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, როლანდ პრაისმა შუა დერეფნის პოტენციალის ათვისები

ეკონომიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“

21 თებერვალი, 2024 , 12:57

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) ორგანიზებით და „საქართველოს ბანკის“ მხარდამჭერით, ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკის რიგით მეორე ოლიმპიადა გაიმართება. „საქართველოს ბანკი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი