უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 აგვისტო, 2019 13:05
font-size

ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგია, როგორ უნდა განვავითაროთ და დავაბრუნოთ ის დინამიკა ტურისტულ სექტორში, რაც გვქონდა - მამუკა ბახტაძე

ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგია, როგორ უნდა განვავითაროთ და დავაბრუნოთ ის დინამიკა ტურისტულ სექტორში, რაც გვქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ შეუძლია მის მიერ წარმოებული სტრატეგიით ჰქონდეს ისეთი მზარდი დინამიკა ტურიზმის სექტორში, როგორიც ბოლო წლების განმავლობაში იყო, განსაკუთრებით 2019 წლის პირველ ნახევარში.

„ჩვენს მიერ წარმართული პოლიტიკა ტურიზმის სექტორში იყო ძალიან ეფექტური და მან მოგვცა ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური შედეგები. განსაკუთრებით წარმატებული იყო ჩვენი პოლიტიკა 2019 წლის პირველ ნახევარში. მე აჭარის სტატისტიკა მოვიყვანე მაგალითად – ივნისში თითქმის 40 პროცენტით იყო გაზრდილი ტურისტების რაოდენობა.

ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება ტურისტების რაოდენობას და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს რაოდენობა არ შეგვიმცირდეს, უფრო მეტიც – გავზარდოთ და გავხადოთ ის დივერსიფიცირებული, მაგრამ ამავე დროს უმნიშვნელოვანესია, რომ გვქონდეს სტატისტიკა შემოსავლების თვალსაზრისით, ანუ ტურისტული სექტორი რა შემოსავალს იღებს ტურისტების იმ ნაკადებიდან, რომელსაც ჩვენ ვმასპინძლობთ. ივლისის თვეში სამწუხაროდ, პირველადი ინფორმაციის მიხედვით, 60 მილიონით ნაკლები მიიღო ტურისტულმა სექტორმა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ეს არის ძალიან ცუდი. პირადად მე და ჩემი გუნდი ნამდვილად ვერ შევხედავთ ამ პრობლემას ვარდისფერი სათვალით. ეს არის პრობლემა – მცირე და საშუალო ბიზნესმა, სასტუმროებმა, რესტორნებმა, გიდებმა ვერ მიიღეს ის შემოსავალი, რომელსაც ისინი ელოდებოდნენ. უფრო მეტიც, შემოსავალი შეგვიმცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. არის ეს პრობლემა? რა თქმა უნდა, არის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლების ვალდებულებაა, აღნიშნული პრობლემა გადაჭრას და დაეხმაროს თავის მოქალაქეებს.

„მაგრამ იმაზე საუბარი, რომ თურმე ეს პრობლემა არ არის, ძალიან არასერიოზულია. საუკეთესო პასუხი, ვინც შეიძლება ამ პრობლემაზე გასცეს, არის ის ხალხი, ვინც თვითონ დასაქმებულია ამ სექტორში. ამ ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლები, რომელიც მათ ჰქონდათ გათვალისწინებული. ამ ხალხს სჭირდება გვერდში დადგომა და ის ორი პროგრამა, რომელზეც მე არაერთხელ ვისაუბრე, ვფიქრობთ, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იმისთვის, რომ ის ფინანსური პრობლემები, რომელიც შეიძლება შეექმნას ამ სფეროში მცირე და საშუალო ბიზნესს, გადალახონ საერთო ძალისხმევით. ამ თემაზე პოლიტიკური სპეკულაციები არ შეიძლება. ეს არ არის საკითხი, რომელზეც შეიძლება ვთქვათ, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია ან ნახევრად სავსე. ჩვენს მოქალაქეებს შეექმნათ კონკრეტული პრობლემა, ტურიზმის სექტორში წარმოქმნილი ნეგატიური დინამიკის ფონზე და მათ სჭირდებათ დახმარება. ეს არის ერთმნიშვნელოვანი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება - N’Uovo გაიხსნა

12 ნოემბერი, 2019 , 16:15

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება – N’Uovo გაიხსნა, რომელიც იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მოქანდაკე პრასტომ, ვაჟა მიქაბერიძემ შექმნა. ინსტალაციის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარი

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ საკუთარ ვებ გვერდზე წამლის საძიებელი შექმნა

12 ნოემბერი, 2019 , 15:35

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ  საკუთარ ვებ გვერდზე წამლის საძიებელი შექმნა,  რომლითაც  ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება ბაზარზე არსებულ ბრენდებს შორის ყველაზე იაფი მედიკამენტი მოძებნოს. ამისთვის სა

სტუ-ში ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის განახლებული ლაბორატორია და სასარგებლო წიაღისეულის აღდგენილი მუზეუმი გაიხსნა

12 ნოემბერი, 2019 , 15:20

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის განახლებული ლაბორატორია და სასარგებლო წიაღისეულის აღდგენილი მუზეუმი გაიხსნა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღ

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წევრი კომპანიის სასტუმროს მსოფლიო ბრენდის სტატუსი მიენიჭება

12 ნოემბერი, 2019 , 14:40

მსოფლიო ბრენდი WYNDHAM-ი საქართველოში მუშაობას აფართოებს.  13 ნოემბერს, 19:00 საათზე ხელი მოეწერება საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის წევრ კომპანია MCI-სთან ძველ თბილისში, აბანოთუბანში კომპანიის კუთვნილი მშენებარე ს

პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

12 ნოემბერი, 2019 , 14:20

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაწყებული დაპირისპირება დეპუტატებისთვის განკუთვნილ ოთახში გაგრძელდა. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ფიზიკური დაპირისპირება იყო გედევან ფოფხაძესა და დაჩი ბერ

გვსურს გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი, ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო - გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი

12 ნოემბერი, 2019 , 12:11

ავარიაში დაღუპული შაკო ბარამიძის ოჯახი Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში კატეგორიულად უარყოფს გარდაცვლილის დაკრძალვის თარიღის გადადებას იმის გამო, რომ გარდაცვლილს წესი არ აუგეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიცვალებული