უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 იანვარი, 2017 12:50
font-size

ჩვენ გვაქვს საფუძველი არა მარტო გავათავისუფლოთ ცერცვაძე, არამედ არ გადავცეთ რუსეთს - უკრაინის გენერალური პროკურორი

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს თქმით, უკრაინას აქვს ყველა საფუძველი, არ გადასცეს გია ცერცვაძე რუსულ მხარეს. ამის შესახებ ლუცენკომ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე დაწერა.

„მათი მიმართვა, ასევე საერთაშორისო კონვენციების დებულებათა ანალიზი საფუძველს გვაძლევს, არა მარტო გავათავისუფლოთ გია ცერცვაძე პატიმრობიდან, არამედ გადავწყვიტოთ, არ გადავცეთ რუსეთს ადამიანი, რომელიც ეხმარებოდა უკრაინასა და საქართველოს რუსული აგრესიისგან თავდაცვაში“, - წერს ლუცენკო.

მისი თქმით, 24 იანვარს მან მოლაპარაკებები აწარმოა საქართველოს გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან, ოპოზიციის წარმომადგენელ გივი თარგამაძესთან და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მყოფ ქართულ სამხედრო კორპუსთან.

კიევის პროკურატურის განცხადებით, თუ დამტკიცდება, რომ გია ცერცვაძის მოხალისეთა მხარეს იბრძოდა აღმოსავლეთ უკრაინაში, მაშინ რუსეთს, როგორც ქვეყანა - აგრესორს, უარს ეტყვიან მის გადაცემაზე.

ანა მებურიშვილი

ოპოზიცია მზად არის, კონსტრუქციულ წინადადებას მიუდგეს შესაბამისად - ვახტანგ მეგრელიშვილი

1 დეკემბერი, 2020 , 15:10

ოპოზიციას მაგიდაზე დადებული აქვს ერთი წინადადება. თუ „ქართული ოცნებისთვის“ ეს წინადადება მიუღებელი იქნება, ისმის კითხვა: არსებობს თუ არა სხვა წინადადებები, რომელიც ოპოზიციისთვის შესაძლოა მისაღები იყოს, &ndash

დავით ზალკალიანი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

1 დეკემბერი, 2020 , 14:40

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 1-2 დეკემბერს ვარშავაში მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომელიც ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა თანამდებობა დატოვა

1 დეკემბერი, 2020 , 12:40

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან პოსტი საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა. "ყველა ჩემს გულშემატკივარს გიდასტურებთ, რომ პირადი გადაწყვეტილებით, დღეიდან უკვე

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი დაავალა

30 ნოემბერი, 2020 , 17:36

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულება მკაცრად გააკონტროლონ. ვიდეოკონფერენციისას, მთავრობის მეთაურმა ხ

„ქართული ოცნება“ მიმართულია, რომ შეთანხმება შედგეს და ეს შეთანხმება წაადგება მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს - ნიკოლოზ სამხარაძე

30 ნოემბერი, 2020 , 16:05

მესამე რაუნდის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის თუმცა, სავარაუდოდ შეხვედრა ამ კვირაში შედგება. რაც შეეხება კომპრომისისთვის მზაობას, რა თქმა უნდა, ამისთვის მზაობა არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევ

ჩვენი ფასილიტატორები და პარტნიორები ზედმეტად არ უნდა - გიგი უგულავა

30 ნოემბერი, 2020 , 15:00

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, გაიმართება თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ეს ხელისუფლების „გონივრულ წინადადებაზეა“ დამოკიდებული