უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 მარტი, 2018 17:00
font-size

ჩვენ გვჯერა, რომ ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას - გიორგი მარგველაშვილი

ჩვენ გვჯერა, რომ ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის განახლების თემაზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. როგორც დისკუსიისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაა ჩართული, თუმცა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი გაცილებით ადრე გაკეთდა და საქართველოს სჯერა, რომ ევროკავშირის და ნატოს წევრობას იმსახურებს. აღინიშნა, რომ აუცილებელია საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში ევროინტეგრაციული პროცესების დაჩქარება.

ფორუმზე საუბარი ასევე შეეხო რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და იმ დამაზიანებელ პროპაგანდას, რომელიც თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთ ფაქტორადაა აღიარებული, არამხოლოდ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, არამედ ევროკავშირშიც. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთისგან მომდინარე უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას მნიშვნელოვანია, მოხდეს საერთო სურათის აღქმა და არა საკითხების განცალკევება რუსეთ-საქართველოსა თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტებად.

„სანამ შევეცდებით საკითხის დანაწევრებას რუსეთ-უკრაინის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტებად და რუსეთ-მოლდოვას პრობლემებად და სანამ არ ვიქნებით საკმარისად გაბედულნი, რომ დავინახოთ მთლიანი სურათი, ვფიქრობ, რომ ვკარგავთ რუსული პოლიტიკის ზოგად გაგებას. გარდა ამისა, თუ არ გვსურს რუსების მოსმენა, თუ არ გვსურს პუტინის გამოსვლების მოსმენა, ვფიქრობ, რომ არასწორ კითხვას ვსვამთ. იმის მიხვედრას, თუ რა განზრახვა აქვს რუსეთს და რა არის მისი პოლიტიკა, არ სჭირდება განსაკუთრებული ინტელექტი. რუსები ძალიან პირდაპირნი და ბევრი თვალსაზრისით ძალიან გულწრფელნი არიან.

ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რუსეთის ფედერაციის საკმაოდ მკაფიოდ გაცხადებული პოზიცია, რაც იყო ცივი ომის განახლების პოლიტიკა. ჩვენ ვნახეთ რუსები, რომლებიც 2007 წელს, საქართველოსთან ომის დაწყებამდეც პირდაპირნი იყვნენ და ომის შემდეგაც. რუსეთი ახლო სამეზობლოში გეგმავს, რომ იყოს მაკონტროლირებელი ძალა და ძალა, რომელიც ნებისმიერი სახის შესაძლებლობაზე სამხედრო იარაღით რეაგირებს. თუკი ჩვენ იმას მივიღებთ, თუ დავიჯერებთ იმას, რასაც რუსი უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ და გულწრფელნი არიან, მაშინ ჩვენ არ უნდა დავანაწევროთ უკრაინის, საქართველოს, თუ მოლდოვას პოლიტიკა, არამედ უნდა გავაერთიანოთ ერთობლივი პოლიტიკა.

რაც შეეხება ფასეულობებს, ვართ რა გულწრფელნი იმ ფასეულობებში, რომლებსაც ვაცხადებთ? როდესაც არსებობს დეკლარაციები იმის თაობაზე, რომ აშშ, ან დასავლეთი მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ ერს, რომელიც ცდილობს მიაღწიოს სიმშვიდეს და ჰქონდეს მშვიდობიანი ურთიერთობა მეზობლებთან;

ეს ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენ შემოვიტანეთ როგორც საბჭოთა კავშირის დროს, ასევე მოგვიანებით, როდესაც ჩვენ ვაშენებდით ჩვენს დამოუკიდებლობას. თუ გაბედულნი ვიქნებით რუსეთის პოლიტიკის წინაშე და არ დავანაწევრებთ მას ცალკეულ შემთხვევებად და თუკი ჩვენ თამამად დავიცავთ საკუთარ ღირებულებებს, ვფიქრობ, რომ რუსეთთან მიმართებაში უფრო რეალისტური დამოკიდებულებით ვილაპარაკებთ, რომელიც მე მჯერა, რომ მშვიდობის მომტანი იქნება არა მარტო საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის, არამედ სტაბილურობის მომტანი იქნება რუსეთისთვისაც”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დისკუსიის მონაწილეებს შორის ასევე იყვნენ უკრაინის ვიცეპრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძე, კატარინა მატერნოვა - ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე, კურტ ვოლკერი - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი. დისკუსიას მოდერაციას უწევდა ევროპაში The New York Times –ის მთავარი კორესპონდენტი დიპლომატიურ საკითხებში, - სტივენ ერლენგერი.

საკვანძო სიტყვები:

საქართველო მთავრობა არასოდეს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებაში - მამუკა ბახტაძე

18 იანვარი, 2019 , 16:12

საქართველო მთავრობა არასოდეს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს საქმიანობასა და ფუნქციონირებაში, ეს დრო ჩვენს ქვეყანაში დასრულდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, სასამართლო რეფორმასთა

მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა

18 იანვარი, 2019 , 15:24

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას და დავოსს ეწვევა. როგორც მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ლიეტუვა არის საქართველოს მხარდამჭერი ქვეყანა და ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ქვეყნებს შორ

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი - მამუკა ბახტაძე

18 იანვარი, 2019 , 15:06

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის 3,4 მილიარდი ევროს გამოყოფა არის კიდევ ერთ დადასტურება იმისა, რომ საქართველო არის ევროკავშირის საიმედო პარტნიორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ს

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო

18 იანვარი, 2019 , 15:04

ევროკავშირმა საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონი ლარი გამოყო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ევროპელ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის დელეგაციას შეხვდა

18 იანვარი, 2019 , 13:59

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას (პარლამენტის) დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამეფოს პარლამენტის საქართველოსთან მ

სალომე ზურაბიშვილი მიხეილ ბატიაშვილს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში შეხვდა

18 იანვარი, 2019 , 10:59

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში შეხვდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ პრეზიდენტის პრესსამსახური