უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 მარტი, 2018 09:00
font-size

ჩვენ გვჯერა, რომ ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას - გიორგი მარგველაშვილი

ჩვენ გვჯერა, რომ ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის განახლების თემაზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. როგორც დისკუსიისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაა ჩართული, თუმცა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი გაცილებით ადრე გაკეთდა და საქართველოს სჯერა, რომ ევროკავშირის და ნატოს წევრობას იმსახურებს. აღინიშნა, რომ აუცილებელია საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში ევროინტეგრაციული პროცესების დაჩქარება.

ფორუმზე საუბარი ასევე შეეხო რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და იმ დამაზიანებელ პროპაგანდას, რომელიც თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთ ფაქტორადაა აღიარებული, არამხოლოდ საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში, არამედ ევროკავშირშიც. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთისგან მომდინარე უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას მნიშვნელოვანია, მოხდეს საერთო სურათის აღქმა და არა საკითხების განცალკევება რუსეთ-საქართველოსა თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტებად.

„სანამ შევეცდებით საკითხის დანაწევრებას რუსეთ-უკრაინის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტებად და რუსეთ-მოლდოვას პრობლემებად და სანამ არ ვიქნებით საკმარისად გაბედულნი, რომ დავინახოთ მთლიანი სურათი, ვფიქრობ, რომ ვკარგავთ რუსული პოლიტიკის ზოგად გაგებას. გარდა ამისა, თუ არ გვსურს რუსების მოსმენა, თუ არ გვსურს პუტინის გამოსვლების მოსმენა, ვფიქრობ, რომ არასწორ კითხვას ვსვამთ. იმის მიხვედრას, თუ რა განზრახვა აქვს რუსეთს და რა არის მისი პოლიტიკა, არ სჭირდება განსაკუთრებული ინტელექტი. რუსები ძალიან პირდაპირნი და ბევრი თვალსაზრისით ძალიან გულწრფელნი არიან.

ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რუსეთის ფედერაციის საკმაოდ მკაფიოდ გაცხადებული პოზიცია, რაც იყო ცივი ომის განახლების პოლიტიკა. ჩვენ ვნახეთ რუსები, რომლებიც 2007 წელს, საქართველოსთან ომის დაწყებამდეც პირდაპირნი იყვნენ და ომის შემდეგაც. რუსეთი ახლო სამეზობლოში გეგმავს, რომ იყოს მაკონტროლირებელი ძალა და ძალა, რომელიც ნებისმიერი სახის შესაძლებლობაზე სამხედრო იარაღით რეაგირებს. თუკი ჩვენ იმას მივიღებთ, თუ დავიჯერებთ იმას, რასაც რუსი უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ და გულწრფელნი არიან, მაშინ ჩვენ არ უნდა დავანაწევროთ უკრაინის, საქართველოს, თუ მოლდოვას პოლიტიკა, არამედ უნდა გავაერთიანოთ ერთობლივი პოლიტიკა.

რაც შეეხება ფასეულობებს, ვართ რა გულწრფელნი იმ ფასეულობებში, რომლებსაც ვაცხადებთ? როდესაც არსებობს დეკლარაციები იმის თაობაზე, რომ აშშ, ან დასავლეთი მხარს დაუჭერს დამოუკიდებელ ერს, რომელიც ცდილობს მიაღწიოს სიმშვიდეს და ჰქონდეს მშვიდობიანი ურთიერთობა მეზობლებთან;

ეს ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენ შემოვიტანეთ როგორც საბჭოთა კავშირის დროს, ასევე მოგვიანებით, როდესაც ჩვენ ვაშენებდით ჩვენს დამოუკიდებლობას. თუ გაბედულნი ვიქნებით რუსეთის პოლიტიკის წინაშე და არ დავანაწევრებთ მას ცალკეულ შემთხვევებად და თუკი ჩვენ თამამად დავიცავთ საკუთარ ღირებულებებს, ვფიქრობ, რომ რუსეთთან მიმართებაში უფრო რეალისტური დამოკიდებულებით ვილაპარაკებთ, რომელიც მე მჯერა, რომ მშვიდობის მომტანი იქნება არა მარტო საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის, არამედ სტაბილურობის მომტანი იქნება რუსეთისთვისაც”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დისკუსიის მონაწილეებს შორის ასევე იყვნენ უკრაინის ვიცეპრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძე, კატარინა მატერნოვა - ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე, კურტ ვოლკერი - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი. დისკუსიას მოდერაციას უწევდა ევროპაში The New York Times –ის მთავარი კორესპონდენტი დიპლომატიურ საკითხებში, - სტივენ ერლენგერი.

საკვანძო სიტყვები:

სესხებს სჭირდება რეგულირება და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ გზით მივდივართ - სალომე ზურაბიშვილი

19 ნოემბერი, 2018 , 17:40

„სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება, მიხარია, რომ ამ გზით მივდივართ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. „ყვ

ბეჭდეთ ეგ ბილბორდები, აკარით, ფული ბევრი გაქვთ, პატარა, მაგრამ წვლილი მაინც შეგაქვთ მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში - გრიგოლ ვაშაძე ბანერებზე

19 ნოემბერი, 2018 , 17:15

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა თბილისში გამოკრულ ბანერებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს ვერ მოაგვარებს მოსახლეობის პრობლემებს. „რა ბილბორდებიც არ უნდა გამოკიდონ თბილისში ან საქართველოში, ეს საქართვე

ბანერებს „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს - კახა კალაძე

19 ნოემბერი, 2018 , 16:25

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის მტკიცებით, მმართველ გუნდს თბილისში გამოკრულ აგრესიული შინაარსის მქონე ბანერებთან კავშირი არ აქვს. მისი თქმით, ეს წინა ხელისუფლების დროს რეპრესირებული პირების

მე, არ მჭირდება, პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ - სალომე ზურაბიშვილი ბანერებზე

19 ნოემბერი, 2018 , 16:25

„მე არ მჭირდება, პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ჩემი ხედვა მე გამოვთქვი იპოდრომზე 2005 წელს და ეს არ შეცვლილა“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მიერ

იძულებული ვხდები, ნაცმოძრაობას დავუჭირო მხარი, ნათქვამია, წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდაო და მეც ვებღაუჭები ამ ხავსს - მალხაზ მაჩალიკაშვილი

19 ნოემბერი, 2018 , 15:15

„უმორჩილესად გთხოვთ, დამიჭიროთ მხარი, რომ ამ ქოცთა ხროვამ არ იბოგინონ ქვეყანაზე, თუ არ დამიჭერთ მე მხარს, ამ ქოცებს მინც ნუ მისცემთ ხმას“, - ასე მიმართა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული

არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის პერიოდში ზეწოლის ფაქტები ფართოდ გავრცელებულია - „სამართლიანი არჩევნები“

19 ნოემბერი, 2018 , 15:15

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების I და II ტურებს შორის პერიოდში ფართოდ გავრცელებული სახე მიიღო ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებმა და სახეზეა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`