უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ნოემბერი, 2018 17:25
font-size

ჩვენ გვექნება კონტროლი ხელისუფლებაზე, არასდროს აღარ გავჩუმდებით და აღარ მივიღებთ კოაბიტაციას, ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა - ია მეტრეველი

„ჩვენ გვექნება კონტროლი ხელისუფლებაზე, არასდროს არ გავჩუმდებით და აღარ მივიღებთ კოაბიტაციას, ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა“, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა რუსთაველის გამზირზე, აქციაზე „გვახსოვს 7 ნოემბერი“ განაცხადა.

„ჩვენ მთელი ცხრა წელი ერთად ვიბრძოდით და თითქმის ერთი ოჯახივით ვართ. ახლა მოდიან გამძვინვარებულები, გავეშებულები, სისხლმოწყურებულები, რომ როგორმე რევანშით დაიბრუნონ ქვეყანა და მერე სისხლში ჩაგვახრჩონ. ხომ გახსოვთ, ძალისმიერად ისე უნდოდათ დაეშინებინათ ქვეყანა, რომ ხმის ამომღები აღარავინ აღარ ყოფილიყო. სწორედ ასე გაისტუმრეს იური ვაზაგაშვილი, რომელიც შვილის საფლავზე დააკლეს, რადგან ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელსაც ვერასდროს ვერ შეგვაშინებდნენ და ვერც ახლა შეგვაშინებენ“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

„მინდა, მოგიწოდოთ, ნუ დასხდებით სახლში. ვიცი, რომ ნამდვილად ხართ სამართლიანად განაწყენებული არსებულ ხელისუფლებაზე, მეც გულნატკენი ვარ, მაგრამ მხოლოდ ის მინდა, ქვეყანაში მშვიდობა იყოს და შვილებს აღარ გვიხვრეტდნენ ქუჩაში, ბუტას მეგობრებმა ბედნიერად ისეირნონ თბილისის ქუჩებში. ეს თბილისი ისევ ჩვენ გვეკუთვნოდეს და არა „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც „დუბინკებით“ გვისწორდებოდნენ, მიტინგებიდან ბავშვებს იტაცებდნენ, კლავდნენ და სასტიკად არბევდნენ. გაიხსენეთ, რა დღეში ვცხოვრობდით. არ შეიძლება იმ რეჟიმის დაბრუნება.

მინდა, მოვუწოდო მათ, ვინც სახლში დარჩა და არჩევნებზე არ მოვიდა. თბილისს მოვივლი და ყველას შევეხვეწები, რომ არ დაეზაროთ იქ მისვლა. პირადი წყენა ყველამ უკან უნდა გადავდოთ. მე უკვე მომიკლეს შვილი და თქვენს შვილებს მიხედეთ. არ ვიცით, ვისი შვილი იქნება შემდეგი. ჩვენ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ. მეორე ტურში დიდი გამარჯვებით უნდა დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ ბევრად მეტნი ვართ. მათი პროცენტი გამოჩნდა, მოსახლეობის 20 პროცენტი. ეს 20-იც კი არ არის, რადგან გამოწრთობილები არიან, კარგად გააყალბეს და ხმები მოიპარეს“, – განაცხადა მეტრეველმა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ ფიქრობს და არ იზიარებს იმ ბოროტებას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს.

„მთავარია, ახლა გავიმარჯვოთ და მერე იცოდეთ, რომ ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ხელისუფლებას კარგი სილა გააწნა საზოგადოებამ. უკვე გააცნობიერეს, რომ ასე ვეღარ გააგრძელებენ, ყველაფერი შეიქმნება უკეთესობისკენ, მე ამის მჯერა. ჩვენ გვექნება კონტროლი ხელისუფლებაზე. არასდროს აღარ გავჩუმდებით და აღარ მივიღებთ კოაბიტაციას. ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა. ბიძინა ივანიშვილმაც თქვა ამის შესახებ და პირობა დადო. მჯერა, რომ ეს ადამიანი არ ცრუობს, ის არის გულწრფელი. ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვა. ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი და შემდეგ მოვითხოვოთ, რომ ეს ბოროტების სიმბოლო – „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური პარტია აღარ არსებობდეს, რადგან ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ჩვენმა ქვეყანამ. სანამ ეს პარტია პოლიტიკაში იქნება, სიმშვიდე არ გვიწერია. გაიხსენეთ, ცეცხლად და ხანძრად აქციეს მთელი საქართველო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხანძრები მათ მიერ ხელოვნურად მოწყობილი იყო. იცოდეთ, ყველა ბოროტების სათავე არის მიშა სააკაშვილი. მისი გეგმით მომდინარეობს ყველაფერი. მოგიწოდებთ, არ დაუშვათ ახლიდან ქვეყანაში ფაშიზმი, სისხლიანი რეჟიმი, დაიცავით ჩვენი თავისუფლება და თქვენი შვილების სიცოცხლე“, – განაცხადა მეტრეველმა.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი