უკან

პოლიტიკა

13 სექტემბერი, 2018 17:50
font-size

ჩვენ გვიმზადებენ ავღანეთს, კოლუმბიას - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, მთავრობის ახალი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს საქართველოში საექსპორტოდ კანაფის მოყვანა-წარმოებას სამედიცინო მიზნებისთვის, ქვეყანას ავღანეთის სცენარამდე მიიყვანს.

„კიდევ ერთხელ ივანიშვილსა და მარიხუანაზე, ივანიშვილი და მთელი თავისი მინისტრები, პრემიერი, შს მინისტრი დამწკრივდნენ და ამტკიცებენ, რომ ეს არის ეკონომიკისთვის ძალიან კარგი. ჩვენ უკვე ვნახეთ ივანიშვილის ერთი ინიციატივა- ბიტკოინების ქარხანა გლდანში. რომელიმე თქვენგანმა მიიღო რაიმე შემოსავალი ბიტკოინებისგან? გარდა იმისა, რომ გაგიძვირდათ დენი, იმიტომ რომ ის ბიტკოინების ქარხანას მინიმალურ ფასში მიეწოდებოდა, თითოეული თქვენგანის ხარჯზე. ზუსტად ასევეა მარიხუანა.

საქმე ისაა, რომ ივანიშვილი დაინტერესებულია იმით, რომ გლეხები გაკოტრდნენ, ვაზისა და ღვინის ქვეყანაში ვაზი გაიჩეხოს, თხილი და ციტრუსები გაიჩეხოს, მიწები იაფად ჩაიგდოს ხელში. ისინი აპირებენ, როგორც თვითონ თქვეს, ამ ნათესების დაცვას, ე.ი ხალხისგან იზოლირებას. მათ სჭირდებათ მიწები, რომელიც აღარ იქნება ხალხის საკუთრებაში და ხალხი მათში ვერ შევა. როგორც შემოღობა ბოტანიკური, როგორც შემოღობა თბილისის ცენტრი, ზუსტად ასევე აპირებს საქართველოში უთვალავი მიწების შემოღობვას და ამას არც მალავს. ეს ერთი, მეორე - მე მინდა ვუთხრა იმ ვითომ პროგრესულ ხალხს, რომელთაც მაგალითად მოჰყავთ ამერიკა და ბრიტანეთი. უნდა შეხედოთ მარიხუანას ბაზარს და ნახავთ, რომ ეს პრაქტიკულად არის ჩაკეტილი. ეს მარიხუანა არ გავა ექსპორტზე, იმიტომ რომ ეს ბაზარი დიდი ხანია განაწილებული აქვთ ძალიან დიდი წარმოების ქვეყნებს. პრაქტიკულად ჩვენ მივიღებთ დიდ შიდა ქსელს. მე როცა მელაპარაკებიან ამერიკაზე, ბევრად უფრო ახლო მაგალითი გვაქვს, ეს არის ავღანეთი. ავღანეთი 70-იან წლებში იყო ძალიან პროგრესული ქვეყანა, განათლებული ხალხით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, შადრევნებით, უჩადრო ქალებითა და ასე შემდეგ. 70-იან წლებში მასობრივად შევიდა ყაყაჩოს კულტურა და მთელი ქვეყანა დაჯდა და დაიწყო მოწევა. მე ნამყოფი ვარ ავღანეთში და ვიცი, რაზე ვსაუბრობ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გაუბედურებული ქვეყანა, თუ ყველაზე გაუბედურებული არა, მსოფლიოში.

ჩვენ გვიმზადებენ არა კოლორადოს შტატობას, თუმცა არც კოლორადოს შტატშია ყველაფერი კარგად, ჩვენ გვიმზადებენ ავღანეთს, კოლუმბიას. ამ პირობებში ჩვენ უნდა შევქმნათ წინააღმდეგობის ფრონტი, რათა არ დავუშვათ ჩვენი ერის გადაგვარება- გადაჯიშება. იმიტომ რომ, რასაც ჩვენ ახლა გვეუბნებიან, ეს არაა თავისუფლება. ნარკოტიკებს მოაქვთ დანაშაული, კარტელს მოაქვს ხელისუფლების უზურპაცია, მოაქვს უკიდურესი გაღატაკება და პირდაპირ რომ ვთქვათ გამოშტერება მოსახლეობის.

მე არ მინდა ჩემი ქვეყნისთვის ეს, მოდით, ყველამ ერთმანეთს მოვუყვეთ ამის შესახებ და არ მივცეთ საშუალება ივანიშვილს, გამდიდრების პათოლოგიური სურვილისა და ქართველი ერის სიძულვილის გამო , საბოლოოდ გაანადგუროს საქართველო. ეს აღარ არის ხუმრობა და პოლიტიკური საკითხები. მეც ბოლომდე ჩავერთვები, აუცილებლად შემოგიერთდებით ამ ბრძოლაში, პირადად , ფიზიკურად ჩავერთვები, ვიქნები თქვენთან ერთად, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, იცოდეთ, რომ ნამდვილად არ მიგატოვებთ ამ დიდი საფრთხის წინაშე, ჩვენ ყველანი ერთად ვკარგავთ სამშობლოს და ეს არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა სააკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

საკვანძო სიტყვები:

ვახტანგ გომელაური საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

27 იანვარი, 2020 , 17:50

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აბდულა ალმუთაირს შეხვდა. როგორც „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვახტანგ გომ

„ნაციონალური მოძრაობა` ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს პროტესტის ნიშნად ტოვებს

27 იანვარი, 2020 , 12:30

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის 3 სხვა წევრთან ერთად "ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის" აღმასრულებელ საბ

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს რან გიდორს შეხვდა

27 იანვარი, 2020 , 11:00

გუშინ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს რან გიდორს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ისრაელის 26 საუკუნოვა

გწერთ შეშფოთებული ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო - სენატორ როჯერ ვიკერის წერილი საქართველოს მთავრობას

26 იანვარი, 2020 , 12:11

სენატორი როჯერ ვიკერი პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილს უგზავნის. წერილი, რომელიც 19 დეკემბრით არის დათარიღებული, გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაჯაროვა. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო გახარია, რო

კიდევ ერთი კრიტიკულ წერილს გახარიას კონგრესმენი, ბრაიან ბაბინი უგზავნის

25 იანვარი, 2020 , 11:53

საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, კრიტიკულ წერილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კიდევ ერთი წევრი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ბაბინი უგზავნის. წერილი, რომლითაც კონგრესმენი შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატი

ვახტანგ მახარობლიშვილმა და დავით ბაქრაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

25 იანვარი, 2020 , 10:45

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ადამიანებს შორის კავშირების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო „ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`