უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

12 თებერვალი, 2019 17:07
font-size

ჩვენ გვყავს არაკვალიფიციური ოპონენტები, რომლებიც ვერ ერკვევიან და არც აინტერესებთ საკითხები - რევაზ სოხაძე

საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის ბრალდებებს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა. რევაზ სოხაძის განცხადებით, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები ხშირ შემთხვევაში არაკვალიფიციურია. მათი მთავარი მიზანი არა საკითხის განხილვა არამედ მედიის ყურადღების მიქცევაა.

„ვწუხვარ, რომ ჩვენ გვყავს არაკვალიფიციური ოპონენტები, რომლებსაც არ აინტერესებთ და ვერც ერკვევიან საკითხებში. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ნანგრევებია რაც შეიძლება მეტი კორპუსი აშენდეს და ამით მოსახლეობას საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს. მინდა გითხრათ, რომ ვარკეთილის მესამე მასივში ყველა კორპუსი ავარიულია. მათ ადგილას უნდა აშენდეს ათობით ახალი კორპუსი, რომ მოსახლეობამ იცხოვროს უსაფრთხო გარემოში. რაც შეეხება ზონას, აღნიშნულ ტერიტორიას გენერალური გეგმის პროექტის მიხედვით, ადევს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა ორი, რაც გულისხმობს ოთხ და ექვს კოეფიციენტს, მესაკუთრეს შეეძლო 20 სართულიანი კორპუსების აშენება, თუმცა დედაქალაქის მთავრობასთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეული იქნა შეთანხმება და აღნიშნულ ტერიტორიაზე 10 სართულიანი კორპუსები აშენდება,“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

საკრებულოს წევრის განმარტებით, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის საკრებულომ მიიღო ქალაქის ინტერესებს პასუხობს.

,,წუხელ წერტილი დაესვა ყველანაირ იმედს, რომ ვინმეს სიკეთის მცირედი ნატამალი მაინც გააჩნია საპატრიარქოში”

16 თებერვალი, 2019 , 12:35

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე წინასწარი დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზი, ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა, გუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.  დეკანოზის ძმამ, თორნიკე

ქართველი მოსამართლეების ფეშენებელური სახლები - მოსამართლეები მილიონრების დასახლებიდან (ვიდეო)

16 თებერვალი, 2019 , 11:54

„შაბათის კურიერმა“ მოსამართლეების აგარაკებს და სახლებს მიაგნო, საუბარია მილიონობით ლარის ქონებაზე, რომელიც ახლო ნათესავებზეა გაფორმებული. „შაბათის კურიერმა“ მოსამართლეების აგარაკებს და სახლებს მი

ივანიშვილს სურს, მხოლოდ თვითონ იყოს ინვესტორი ქვეყანაში, ამიტომ ხელოვნურად აჩერებენ ინვესტორებს - ფადი ასლი

15 თებერვალი, 2019 , 15:40

„ბოლო ორი წელია, მთავრობა საერთოდ არ არის დაინტერესებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩადებით ქვეყანაში,“- ეს განცხადება, „კურიერთან“ საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ გააკე

თბილისის მერის გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი - გიგი უგულავა

15 თებერვალი, 2019 , 13:35

ეს მორიგი პოპულისტური გადაწყვეტილებაა. მას შეიძლება, ბევრი მაქებარიც ჰყავდეს, მაგრამ პოპულისტურია, რადგან დედაქალაქის გენერალური გეგმა ჯერ ვერ დაამტკიცეს. - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, თბილისი

ეს არის პროცესი, რომელსაც წარმართავს პროკურატურა - გიორგი ქობულია “თიბისი ბანკის” საქმეზე

15 თებერვალი, 2019 , 13:35

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხში სამართალდამცავი უწყებები და პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან. „სამართალდამცა

K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა - გიორგი ტყემალაძე

15 თებერვალი, 2019 , 13:05

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქალაქის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს. გიორგი ტყემალაძის შეფასებით, თბილისის