უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 მარტი, 2018 13:05
font-size

ჩვენ კიდევ ვცდილობთ, გადავდგათ ნაბიჯები, რათა ბოლომდე შეთანხმდეს ტექსტი, თუმცა ამ მიმართებით ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი - გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებული რეზოლუცია შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მიმდინარე კონსულტაციების მიმართ ის სკეპტიკურადაა განწყობილი.

„ტექსტი უნდა იყოს ისეთი, რომ არ იყოს რაღაც ფუჭი გასროლასავით, უნდა იყოს საქმიანი, შედეგზე ორიენტირებული და ჩვენი პოზიციის გამომხატველი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და არა მარტო კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ კიდევ ვცდილობთ, გადავდგათ ნაბიჯები, რათა ბოლომდე შეთანხმდეს ტექსტი, თუმცა ამ მიმართებით ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი", - განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატის შეფასებით, სანქციებთან დაკავშირებით გონივრული მიდგომაა საჭირო.

„ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება იმ ფაქტორითაც, რაც შეეხება საქართველოსა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. ასე რომ, ამ საკითხთან ზედმეტი განცხადებები და პათოსი აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. რეალობა არის ის, რომ ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ფეთქებადსაშიშია და მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირების პროცესის ნაწილია საქართველოში არსებული ვითარება. ამას უნდა შეფასება და გონივრული მიდგომა. ვფიქრობ, მთავრობას სწორი პოზიცია და სტრატეგია აქვს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ის ასევე მიესალმა საოკუპაციო ძალების მიერ 22 თებერვალს დაკავებული ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაბრუნებას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ცნობისთვის, პარლამენტში წარდგენილია უმრავლესობისა და ოპოზიციის რეზოლუციები არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით. უმრავლესობა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ჩაერთოს ტატუნაშვილის საქმის გამოძიებაში, ხოლო ოპოზიცია ითხოვს „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას“ სიის შექმნასა და სანქციების დაწესებას. სწორედ ამ დოკუმენტების ერთიანი ვერსიის შესახებ მიმდინარეობს კონსულტაციები.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი