უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

25 სექტემბერი, 2020 12:30
font-size

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, საარჩევნო პერიოდში ყველა საქმეზე იქნება მკაცრი რეაგირება - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის და გამოვლენილ ფაქტებზე რეაგირების შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"საარჩევნო კამპანიას რაც შეეხება, ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებენ. ალბათ ვერ დამისახელებთ ერთ არჩევნებსაც, რომ არ ყოფილიყო ასეთი განცხადებები - თავდასხმა ხდება, არ იძიებს თითქოს პოლიცია, ხელისუფლებაა ჩართული და მმართველი ძალა. ვერც ერთ საქმეს ვერ მეტყვის ვერავინ, რომ ფაქტს არ მოჰყვა რეაგირება, არ აღიძრა საქმე და შესაბამისად არ მოხდა გამოკითხვები, არ ჩაერთო პროკურატურა და შემდეგ სასამართლო, ვერც 2016-ში, ვერც 2018-ში და ვერც ადრე. ხდება რეაგირება რა თქმა უნდა, თუმცა სასამართლო როგორც შეაფასებს სამართლებრივად, ისე ხდება მათი დასჯა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, ყველა საქმეზე საარჩევნო პერიოდში იქნება მკაცრი რეაგირება.

პირადი ცხოვრების გასაჯაროების შანტაჟს რაც შეეხება - ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ იტყვის, რომ ჩვენ რეაგირება არ მოვახდინეთ, არ გამოვკითხეთ. ეს არ არის მარტივი თემა, პროკურატურა არის ჩართული ჩვენთან ერთად და მაქსიმალურად გვინდა გამოვავლინოთ. ძალიან მძიმე თემაა, როცა ასე ემუქრებიან ან აშანტაჟებენ," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საზოგადოებამოსამართლის გარეშე დარჩენილი სასამართლოები - 109 ადგილი ვაკანტურია, მოქალაქეები კი გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში ელოდებიან იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი განცხადებას ავრცელებს. „მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფისა და ხელისუფლების პოლიტიკამ სასამართლოს სისტემის კოლაფსი გამოიწვია, რაც სასამართლოში არსებული უმთავრესი პრობლემების უგულებელყოფის შედეგია. გარდა იმისა, რომ არ არის მიღწეული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მოსამართლეთა მიერ საქმეთა განხილვის გაჭიანურებაც მოქალაქეებისთვის უდიდესი ზიანის მომტანია. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუ რამდენად ახერხებს დღევანდელი სასამართლო მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებას. სასამართლო სისტემის ფუნქციონირების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსამართლეთა რაოდენობას. დღეისათვის საქართველოს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში, 387 მოსამართლის ნაცვლად, 278 მოსამართლეა, რადგან 109 ადგილი ვაკანტურია. ვაკანსიების უპრეცედენტო რაოდენობა პირდაპირ მიუთითებს, რომ სასამართლო ხელისუფლებას ქვეყნის მასშტაბით მოსამართლეების საჭირო რაოდენობა არ ჰყავს, რაც სასამართლო პროცესების გაჭიანურების მთავარი მიზეზია. ამასთან, მოსამართლეთა მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევას ეხება იმ საჩივრების დიდი ნაწილი, რომლითაც მხარეები ან მათი წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს მიმართავენ. მოსამართლეთა ე.წ. კლანის პირდაპირი პასუხისმგებლობაა ის, რომ მოქალაქეები სასამართლოს გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეების (ასევე, შესაბამისი მოხელეების) დასამატებლად ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი ფინანსები; მიუხედავად ამისა, გავლენიანი ჯგუფი ხელოვნურად ინარჩუნებს მოსამართლეთა დეფიციტს. ეს განპირობებულია იმით, რომ ყველა იმ მოსამართლის ბედი, ვის წინააღმდეგაც დისციპლინური საჩივარი არსებობს, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ხელშია, რაც ე.წ. კლანს სისტემაში ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას აძლევს. მოსამართლეთა სიმცირის თვალსაზრისით არასახარბიელო ვითარებაა გამორჩეულად დატვირთულ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლის 24 ვაკანსიაა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს კი, 16 მოსამართლის ნაცვლად, 10 მოქმედი მოსამართლე ჰყავს. განსაკუთრებით საგანგაშოა ვითარება სხვა სასამართლოებში, რადგან: მოსამართლე არ ჰყავს - გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას; სასამართლოებს მაგისტრატი მოსამართლეები არ ჰყავს 26 მუნიციპალიტეტში, კერძოდ: აბაშაში, ადიგენში, ასპინძაში, ახალგორში, ახმეტაში, ბორჯომში, გარდაბანში, დედოფლისწყაროში, დმანისში, დუშეთში, ვანში, თერჯოლაში, თიანეთში, მარნეულში, მესტიაში, ნინოწმინდაში (ახალქალაქი), ონში, ქედაში, შუახევში, ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, წალკაში, ჭიათურაში, ხარაგაულში, ხობში, ხონში. სასამართლოებში ქაოსურად ცდილობენ ამ პრობლემასთან გამკლავებას. მაგალითად, ის მოსამართლე, ვინც სისხლის სამართლის მიმართულებით მუშაობს, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის საქმეებსაც იხილავს ან რაიონული სასამართლოს მოსამართლეები, ძირითად საქმიანობასთან ერთად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებენ.ცხადია, ამ პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ კონკურსის მეშვეობით შეიძლება, რომლებსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო იშვიათად ატარებს. მაგალითად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წინა კონკურსი 2018 წლის აგვისტოში გამოაცხადა, მომდევნო კი - 2020 წლის ივნისში. ამავდროულად, პრობლემურია ისიც, რომ ღია კონკურსებს ხშირად მოსამართლეები ერთი სასამართლოდან მეორე სასამართლოში გადასვლის საშუალებად იყენებენ. შიდა მობილობის გამო კი, ხშირ შემთხვევაში, ბევრი ვაკანსია შეუვსებელი რჩება.ასევე თვალშისაცემია ის გარემოებაც, რომ კონკურენცია ძალზედ დაბალია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 98 ვაკანსიაზე გამოცხადებული მიმდინარე კონკურსით 71 პირი დაინტერესდა, რაც, მიმაჩნია, რომ სასამართლო რეფორმის წარუმატებლობაზე მიანიშნებს. გარდა ამისა, სასამართლოს მმართველი რგოლის მიმართ უნდობლობა იწვევს იმას, რომ მოსამართლეობის სურვილს შედარებით ნაკლები პროფესიონალი და კეთილსინდისიერი იურისტი გამოთქვამს, რადგან, როგორც ჩანს, მათ არ აქვთ განცდა, რომ არსებული პროტექციონიზმის პირობებში კონკურსში მათ მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება იქნება. ამასთან ერთად, დაბალი კონკურენცია სასამართლო სისტემაში პროფესიონალიზმის ხარისხზეც ნეგატიურად აისახება. სასამართლო სისტემაში არსებული კოლაფსი, გარდა მოსამართლეთა მცირე რაოდენობისა, განპირობებულია მოსამართლეების არასამართლიანი და არასათანადო გადანაწილებით სხვადასხვა სასამართლოში. კერძოდ, სასამართლოებში, სადაც რესურსების მეტი მობილიზებაა საჭირო, ნაკლები მოსამართლეა და პირიქით. აღნიშნულის მკაფიო მაგალითია როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები, რადგან ორივე სასამართლოში (პირველი ინსტანციის სასამართლოებისგან განსხვავებით), მოსამართლეთა შტატების რაოდენობა საჭიროზე მეტია, რასაც მოსამართლეთა ოპტიმალური რაოდენობისა და გადანაწილების შესახებ ჩატარებული კვლევაც[1] მოწმობს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მოსამართლის 89 საშტატო ერთეულია, მოსამართლეთა ოპტიმალური რაოდენობაა 55 და არა 89. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც 8 მოსამართლის შტატი ზედმეტია. მიმაჩნია, რომ მოსამართლეების დაუბალანსებელი გადანაწილების და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა გამოკვეთილად ჭარბი რაოდენობის მიზეზი მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფია, რადგან მათი დიდი ნაწილი სწორედ სააპელაციო სასამართლოებში იყრის თავს. იმისთვის, რომ სასამართლო სისტემამ შეძლოს ფუნქციონირება, შექმნილ ვითარებაში ერთ-ერთი გამოსავალია, გაიზარდოს მოსამართლეთა რაოდენობა მოსამართლეთა ვაკანსიებზე კონკურსის ჩატარების გზით. შესაბამისად, ცვლილება უნდა შევიდეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, რომლითაც უნდა განისაზღვროს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების კონკრეტული ვადები. ასეთი ვადები ამჟამად დადგენილი არ არის, რაც საშუალებას აძლევს მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს, კონკურსის გამოცხადება და ჩატარება გაურკვეველი დროით გაწელოს.“ - ნათქვამია ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებაში.

კომენტარი
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, საარჩევნო პერიოდში ყველა საქმეზე იქნება მკაცრი რეაგირება - ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის და გამოვლენილ ფაქტებზე რეაგირების შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"საარჩევნო კამპანიას რაც შეეხება, ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებენ. ალბათ ვერ დამისახელებთ ერთ არჩევნებსაც, რომ არ ყოფილიყო ასეთი განცხადებები - თავდასხმა ხდება, არ იძიებს თითქოს პოლიცია, ხელისუფლებაა ჩართული და მმართველი ძალა. ვერც ერთ საქმეს ვერ მეტყვის ვერავინ, რომ ფაქტს არ მოჰყვა რეაგირება, არ აღიძრა საქმე და შესაბამისად არ მოხდა გამოკითხვები, არ ჩაერთო პროკურატურა და შემდეგ სასამართლო, ვერც 2016-ში, ვერც 2018-ში და ვერც ადრე. ხდება რეაგირება რა თქმა უნდა, თუმცა სასამართლო როგორც შეაფასებს სამართლებრივად, ისე ხდება მათი დასჯა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, ყველა საქმეზე საარჩევნო პერიოდში იქნება მკაცრი რეაგირება.
პირადი ცხოვრების გასაჯაროების შანტაჟს რაც შეეხება - ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ იტყვის, რომ ჩვენ რეაგირება არ მოვახდინეთ, არ გამოვკითხეთ. ეს არ არის მარტივი თემა, პროკურატურა არის ჩართული ჩვენთან ერთად და მაქსიმალურად გვინდა გამოვავლინოთ. ძალიან მძიმე თემაა, როცა ასე ემუქრებიან ან აშანტაჟებენ," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვაფრთხილებთ ყველას, ტყუილად ნუ ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას და საარჩევნო პროცესის შეფერხებას - კახა კალაძე

31 ოქტომბერი, 2020 , 15:45

პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, თელავის სო

`ქართულ ოცნებას` გადაწყვეტილი აქვს გააყალბოს არჩევნები – ნინო ბურჯანაძე

31 ოქტომბერი, 2020 , 15:05

"ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს გააყალბოს არჩევნები – ამის შესახებ განცხადება, "ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. "აუცილებლად მიდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენ

“ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ყავს რჩეული კანდიდატი, ან რჩეული პარტია. ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც კანონიერად აირჩევს ქართველი ხალხი” - კელი დეგნანი მარნეულში ჩავიდა

31 ოქტომბერი, 2020 , 14:20

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მარნეულში ჩავიდა, ინფორმაციას ელჩის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. „ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შრომისმოყვარე თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, ელჩი დეგნანი არჩევნებზე დასაკვი

ხმა მივეცი ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს - გიორგი გახარია

31 ოქტომბერი, 2020 , 12:10

მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ დასავლურ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთაწმინდის #5 საარჩევნო უბანზე

ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს - ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ

30 ოქტომბერი, 2020 , 17:30

“ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია ეხმაურება პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებს იმასთან დაკავშირ

ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა იქ, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება გადავა ზღვარს, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს სწრაფად - გიორგი გახარია

30 ოქტომბერი, 2020 , 16:20

“ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა იქ, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება გადავა ზღვარს და გადაიზრდება კანონდარღვევაში, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს სწრაფად, ეფ