უკან

კომენტარი

11 დეკემბერი, 2019 16:05
font-size

ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კომენტარი გააკეთა ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებაზე.

„დღეს ქართულმა არმიამ, ქართულმა ჯარმა [რაც ხდება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე] კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას და ანახა, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა, მისი ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. ის თანამშრომლობა, რომელიც დღეს, როგორც ფაქტი სახეზე გვაქვს, ტერორიზმთან ბრძოლაში, როდესაც ტერორისტები თავს დაესხნენ ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც, სხვათაშორის, 500-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცია წარმოდგენილი, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ჯართან ერთად მხარდამხარ იბრძვიან.

ახლა არ ვიცი ბოლო მონაცემები, დასრულდა თუ არა ეს ოპერაცია. იბრძვიან, რათა ტერორიზმს მიუჩინონ თავისი ადგილი და ჩვენ, სამწუხაროდ, ხუთი დაჭრილი ჯარისკაცი გვყავს.

რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მიუთითებს და მეტყველებს ქართული ჯარის სიძლიერეზე, მის მომავალზეც და მის ხვალინდელ დღეზეც.

ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე. პირველ რიგში უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებისთვის, რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად ჩადიან, რომლის მაგალითიც გვქონდა დღეს. მინდა, მათ პირველ რიგში ჯანმრთელობა და რაც შეიძლება მეტი გამარჯვება ვუსურვო“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

10 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებთნ შეხვედრის დროს განაცხადა:

"არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი. მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან მაგარი იარაღი, რასაც ჰქვია, ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ", — აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ზოგიერთი კონგრესმენის შეფასება ობიექტურობას არის მოკლებული - ანრი ოხანაშვილი

23 იანვარი, 2020 , 14:50

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ზოგიერთი კონგრესმენის შეფასება ობიექტურობას არის მოკლებული. "ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა

აპაჭუნოს ახლა თვალები გიორგი გახარიამ - ლევან კობერიძე

23 იანვარი, 2020 , 14:15

აპაჭუნოს ახლა თვალები გიორგი გახარიამ და გვითხრას, წერილი უნდა თუ სიხარული, კონგრესმენების წერილის მიღების შემდეგ, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რ

ერთი სიტყვა, ამერიკელი იმპერიალისტებიო დაამატონ და მათ გამონათქვამებსა და საბჭოთა კომკავშირელთა გამონათქვამებს შორის განსხვავებაც აღარ იქნება. - დავით ჭიჭინაძე

23 იანვარი, 2020 , 12:45

დამოუკიდებელი დეპუტატი და მოძრაობა "ტრიბუნას" დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე კონგრესმენების წერლს ეხმაურება.ჭიჭინაძე აცხადებს, რომ კონგრესმენების, სენატორების ამ წერილებს შეიძლება, მოჰყვეს იმ შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტებ

კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე სახალხო დამცველის დადუმების მცდელობა გამოიკვეთა - თამარ ჩუგოშვილი

22 იანვარი, 2020 , 16:50

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, საკომიტეტო მოსმენის დროს, გუშინ გამოჩნდა მცდელობა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტს შეზღუდვები დაუწესდეს. „ჩემთვის გუშინ გამოჩნდა მცდელობა იმისა, რომ ს

პრორუსული `ოცნებისგან` ისიც მოსალოდნელია, ჩვენი ისტორიის ეს ნაკვალევიც გადაშალონ -ზურაბ ჭიაბერაშვილი

22 იანვარი, 2020 , 16:30

პარლამენტის წინ მერიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ზურაბ ჭიაბერაშვილი ფეისბუქით ეხმაურება: "როდესაც პარლამენტის წინა სივრცის რეკონსტრუქცია გაკეთდა და 9 აპრილის მემორიალი დაიდგა, ახლად დაგებულ ფილებს შორის შე

კარვებიც დაიდგმება და ბანერიც დაიდგმება და ჩემი პროტესტი გაგრძელდება, სანამ ამათ არ დავამთავრებ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

22 იანვარი, 2020 , 14:00

პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ პარლამენტის შენობის წინ, ჯებირების აღმართვის მიუხედავად, ის პროტესტს აღნიშნულ ადგილზე მაინც გააგრძელებს.  “ჯებირი კი არა ამათ ჩინური კე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`