უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 დეკემბერი, 2017 17:30
font-size

ჩვენ ყველანი ვართ დამნაშავეები - მაია ცირამუა

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა, რომლის შედეგად 2 მოზარდი დაიღუპა.

„დამნაშავეა ნებისმიერი მშობელი, რომლიც უარს ამბობს, მოუსმინოს საკუთარ შვილს და სიყვარულის სრულიად არაჯანსაღი, გაუკუღმართებული მოდელი აქვს - აქეზებს, არავის დაეჩაგვრინოს, ასწავლის „მიდი, არ შეარჩინო, ვალში არ დარჩე, ბიჭი არა ხარ?! “ და ა. შ.. დამნაშავეა ის, ვინც არ ასწავლის საკუთარ შვილს, რომ განსხვავებული აზრის ადამიანის მიმართ სიყვარული და მგრძნობელობა ჰქონდეს.

დამნაშავეა მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს შორის ჩაგვრას არ არქმევს თავის სახელს და ან არ ერევა, ან არასწორად ერევა და გამზადებული აქვს ფრაზა - „ბავშვები არიან და მორიგდებიან“ ან, როცა ეკითხები ძალადობის შემთხვევების შესახებ, სრულიად უდრტვინველად ტყუის - ჩვენთან არ არიან ძალადობის მსხვერპლები, ჩვენთან ბავშვებს უყვართ ერთმანეთი და ა. შ. (ვინ იცის, რამდენი ასეთი ფრაზა მომისმენია მათგან)?

დანაშავეა სახელმწიფო, რომელმაც ვერ გადააქცია პრიორიტეტად განათლების რეფორმა, ვერ გამართა ჯანდაცვის სისტემა, ვერ შექმნა დანაშაულის ადრეული პრევენციის მექანიზმი და მხოლოდ პრემიებზე და სახელფასო დანამატებზე ფიქრობს, ჩეხავს ხეებს, ბეტონის კედლებად გადააქცია ქვეყანა და არ დატოვა სივრცე, სადაც ბავშვები ითამაშებენ. სახელმწიფო, რომელიც ვერ ხედავს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უკან ორგანიზებულ დანაშაულს.

დამნაშავეა ნებისმიერი ადამიანი, ვინც უარს ამბობს სკოლაში სამოქალაქო განათლების მექანიზმის, ანტიბულინგური პროგრამების შეტანის ნებისმიერ მცდელობაზე.

დამნაშავეა მედია, რომელმაც კრებითი კორკოტები, ვასაძეები და ძმანნი მისნი გმირებად აქცია და ხელი შეუწყო ყველაზე არატოლერანტული, ფაშისტური, ვითომც ტრადიციულ- ქართული, უფრო მეტად ქურდული იდეოლოგიის ტირაჟირებას.

დამნაშავეა „მამაო“, რომელიც მისგან განსხვავებულს ტაბურეტკით დასდევს ქუჩაში, იმის ნაცვლად, რომ ადამიანებს ერთმანეთის დანდობისა და სიყვარულისკენ მოუწოდებდეს.

დამნაშავეა ნებისმიერი ადამიანი, ვინც გამოსავალს დასჯასა და ნულოვან ტოლერანტობაში ხედავს.

დამნაშავეა ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც დაინახა ბავშვების ქუჩური გარჩევა და ფანჯრები მიიხურა.

ჩვენ ყველანი ვართ დამნაშავეები და ახლა ამაზე პასუხს აგებენ 2 გარდაცვლილი მოზარდი, რომელიც თანატოლმა სასტიკად მოკლა და მოზარდი, რომელმაც 16 წლის ასაკში უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა.
ამ ყველაფერზე ბავშვებმა რატომ უნდა აგონ პასუხი, რა დააშავეს?!“, - დაწერა ცირამუამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი