პოლიტიკა


ჩვენ ყველაზე მომზადებული ვიქნებით და ღირსეულად, ჩვენი ტრადიციებით, კულტურით და კეთილდღეობით, ჩვენი იდენტობით ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით - ლევან მაჭავარიანი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ავნონ, თუმცა ქვეყანა მაინც მყარად დგას და განვითარებას აგრძელებს.
„ქვეყნის მავნებლები და უსამშობლოები საქართველოს წინააღმდეგ ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც მყარად ვდგავართ და ყველანაირ წარმატებას ვაღწევთ. ევროკავშირის გაცხადებული პოზიციის თანახმად, რომ 2030 წელს მისი გაფართოება მოხდება, ამ დროისთვის საქართველო ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს შორის. ჩვენ ყველა ძირითადი მონაცემით უკვე ვასწრებთ კანდიდატ ქვეყნებს და მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გვიწინასწარმეტყველა, რომ ის უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, რაც ბოლო წლებია გვაქვს, 2030 წლის ჩათვლით გაგრძელდება და დიდი ალბათობით, საქართველო მაღალ შემოსავლიანი ქვეყნების რანგში გადავა. შესაბამისად, ჩვენ ყველაზე მომზადებული ვიქნებით და ღირსეულად, ჩვენი ტრადიციებით, კულტურით და კეთილდღეობით, ჩვენი იდენტობით ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სუვერენიტეტი და იდენტობა შევინარჩუნოთ, რასაც ჩვენ, „ქართული ოცნება“ წლებია ვახერხებთ და ყოველთვის ვიქნებით ქვეყანაში ამის გარანტი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
საკვანძო სიტყვები:
ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე-რომანოვი ქვეყნისთვის ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად რჩება - სალომე ზურაბიშვილი
15 მაისი, 2025 , 16:06
პრემიერი ზურაბ პოლოლიკაშვილზე - როდესაც ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი კაცი ასეთი ლექსიკით საუბრობს საკუთარი წარმდგენი ხელისუფლების თაობაზე, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ
15 მაისი, 2025 , 15:46
ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე, როგორც ჩანს, ვერ გამოვიდა საბჭოთა გამოცდილებიდან, ის არის დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი - ირაკლი კობახიძე
15 მაისი, 2025 , 15:12

დარწმუნებული ვარ, ბატონ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა, სამწუხაროდ, Deep State-ი არ აძლევს ამის საშუალებას, აკეთებინებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან მძიმედ აისახება მის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში - ირაკლი კობახიძე
15 მაისი, 2025 , 15:07

დაფინანსებულ კონგრესმენებს საშუალება მიეცათ, რომ ბოლომდე ფრთები გაშალონ და გაუგებარი აქტები მიიღონ - ირაკლი ზარქუა
15 მაისი, 2025 , 15:02
ხელი არავის წაგიცდეთ და გირაო არავინ გადაიხადოთ, ეს ნიშნავს ღალატს და თანამებრძოლის მიტოვებას - რევაზ კიკნაძე
15 მაისი, 2025 , 14:49