უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 ივნისი, 2017 15:35
font-size

ჩვენ, მაჟორიტარები მზად აღმოვჩნდით კომპრომისისთვის - კახა ოქრიაშვილი

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი, 2024 წელს პროპორციულ საარჩევნოს სიტემაზე გადასვლის საკითხს განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატის განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანაში ვერ ჩამოყალიბდა ძლიერი და შეკრული პოლიტიკური პარტიები, ამიტომ ჯერ კიდევ საჭიროა დრო პარტიების სრულფასოვნად ჩამოსაყალიბებლად და გასაძლიერებლად.

მაჟორიტარი დეპუტატი იმედოვნებს, რომ ეს 2024 წლისთვის მოხდება. მისი თქმით, სწორედ ამიტომ დათანხმდა მიეცა დრო და შანსი ამ პროცესისათვის.

მედიანიუსი კახა ოქრიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ვეხმაურებით ბოლო დღეებში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესებს და გვინდა განვაცხადოთ შემდეგი: ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე, როგორიც არის კონსტიტუცია, სასურველია, პოლიტიკური ველის ყველა მონაწილეს შორის შედგეს საყოველთაო კონსენსუსი, რათა ერთობლივად დადგინდეს პოლიტიკური პროცესებისთვის მისაღები წესები.

ამ განცხადებაში გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ საკონსტიტუციო ცვლილებების საარჩევნო ნაწილზე, უფრო ზუსტად - არჩევნების მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებზე. ჩვენ მრავალჯერ განვაცხადეთ, რომ მაჟორიტარული და შერეული, ისევე, როგორც პროპორციული სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული და ლეგიტიმური და ამაზე ბევრს აღარ ვისაუბრებთ.

დღეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ითხოვს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ჩვენ, მაჟორიტარები მზად აღმოვჩნდით კომპრომისისთვის, კონკრეტულად, დავთანხმდით პროპორციულ არჩევნებს ბონუსური სისტემის გათვალისწინებით. ასეთი სისტემა არ არის სრულყოფილი, მაგრამ ამცირებს მყიფე და არამდგრადი ცენტრალური ხელისუფლების შექმნის შესაძლებლობებს.

რადგან საქმე ეხება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ამ საკითხში, კონსენსუსის მთავარი მხარე ვართ ჩვენ – პოლიტიკოსები, ვინც მაჟორიტარული არჩევნების მომხრეა, მათ შორის, მოქმედი მაჟორიტარებიც და რაც მთავარია, ჩვენი ამომრჩეველი. მეორე მხარეს წარმოადგენენ პროპორციული სისტემის მომხრეები უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა მაჟორიტარებმა, ჯამში მოვიპოვეთ 826 000 ხმა და სწორედ ამიტომ წარმოვადგენთ ამ კონსესუსის მთავარ მხარეს. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებიც ადასტურებს, რომ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას ემხრობა გამოკითხული მოსახლეობის 47%, ხოლო გაუქმებას – მხოლოდ 28%.

საქართველოს უახლესი ისტორია გვაჩვენებს, რომ ქვეყანაში ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა ძლიერი და შეკრული პოლიტიკური პარტიები. დღემდე არსებული პრაქტიკულად ყველა სახელისუფლებო პარტია არჩევნებში დამარცხების შემდეგ გაქრა ან მნიშვნელოვნად დასუსტდა. მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ საჭიროა დრო პარტიების სრულფასოვნად ჩამოსაყალიბებლად და გასაძლიერებლად. ამ მოსაზრებას საექსპერტო წრეებიც იზიარებენ. ვიმედოვნებთ, რომ ეს 2024 წლისთვის მოხდება და სწორედ ამიტომ დავთანხმდით, მიგვეცა დრო და შანსი ამ პროცესისათვის. თუმცა ჩვენ, მაჟორიტარები, მივიჩნევთ, რომ დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა არის უკეთესი - უფრო გამართული და გამართლებული ჩვენი ქვეყნის რეალობისთვის.

აქვე, მინდა საზოგადოების ყურადღება შევაჩერო მოლდოვაში მიმდინარე პროცესებზე. 2006 წელს, მოლდოვა საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობის პორპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა, რასაც სრულად ეთანხმებოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც. ამ ცვლილებების შედეგად, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ყალიბდებოდა მყიფე, სუსტი კოალიციური ცენტრალური ხელისუფლებები, რასაც თან ერთვოდა პილიტიკური სკანდალები და კრიზისები მმართველ კოალიციაში. ამ პროცესებმა მოლდოვაში გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაცია და მოსახლეობის უკიდურესი სიდუხჭირე. შედეგად, საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში გაჩნდა ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნილება და დღეს, მოლდოვა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემიდან შერეულ, პროპორციულ - მაჟორიტარულ სისტემაზე გადადის – სწორედ ისეთზე, როგორიც საქართველოში ფუნქციონირებს.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ჩვენ, მაჟორიტარები მაინც წავედით კომპრომისზე, რათა საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში ფართო კონსენსუსი შემდგარიყო. თუმცა, სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესის სხვა მონაწილეები არ აღმოჩნდნენ მზად კომპრომისებისთვის, ხოლო მხოლოდ მაჟორიტარების ძალისხმევა არ იყო საკმარისი.

მოვუწოდებთ პოლიტიკური სპექტრის ყველა მონაწილეს, მიიღოს აქტიური მონაწილეობა საკონსტიტუციო კონსენსუსის მისაღწევ პროცესში, აიღოს პასუხისმგებლობის საკუთარი წილი და ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენოს“,-ნათქვამია განცხადებაში.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი