უახლესი ამბები
- 22.01.2021 22:27“ძაღლის ჭირი თბილისში” – ვეტერინარები მოსახლეობას აფრთხილებენ
- 22.01.2021 20:43ძველ თბილისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
- 22.01.2021 18:21ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს
- 22.01.2021 17:41მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს
- 22.01.2021 17:201 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3. 3044 ლარი გახდა
- 22.01.2021 17:20ახლა ვართ სტატისტიკურად პლატოს პერიოდში - თამარ გაბუნია
- 22.01.2021 17:20„გამჭოლი მზერით მიყურებდა და მეც ვუყურებდი მას გამჭოლი მზერით“ - გიორგი გაბუნიას საქმეზე ბრალდებული ვასამბეგ ბოკოვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება
არქივი
პოლიტიკა


ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევამციროთ აგრესიის ხარისხი საქართველოს პარლამეტში - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში ძალიან აგრესიული ფონია. - ამის შესახებ მან ამბროლაურში, კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიდის მუშაობა პოლიტიკური ურთიერთობების მოსაგვარებლად, რათა მინიმუმდე შემცირდეს როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური დაპირისპირება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ მისი ოპონენტები ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ.
„საფერფლის სროლა ეს ერთი საკითხია, თუმცა აგრესია სიტყვიერ დაპირისპირებაშიც გამოიხატება, არის ხშირად შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევამციროთ აგრესიის ხარისხი საქართველოს პარლამეტში. რა თქმა უნდა, ეს არის რთული პროცესი. ჩვენ გვქონდა ძალიან აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია. იქაც იყო ათასგვარი სიტყვიერი დაპირისპირება.
ვცდილობთ, აბსოლუტურად სხვა ხარისხში გადავიყვანოთ ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები. ვიცით, რომ გვაქვს ძალიან მძაფრი წინააღმდეგობა ოპონენტებთან და მათაც აქვთ წინააღმდეგობა ჩვენთან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთის მიმართ ვიყოთ აგრესიულები. არ უნდა იყოს შეურაცხყოფა, განსაკუთრებით, საქართველოს პარლამენტში. აქეთ ვდგამთ ნაბიჯებს და იმედი გვაქვს, რომ გამოგვყვებიან ჩვენი ოპონენტებიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
22 იანვარი, 2021 , 21:19

რჩება დაახლოებით ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა გადახედონ გადაწყვეტილებებს - არჩილ თალაკვაძე
22 იანვარი, 2021 , 15:40

შეხვედრამ მოგვცა იმის თქმის საფუძველი, რომ საბოლოოდ შევთანხმდებით - მამუკა მდინარაძე
22 იანვარი, 2021 , 15:40

პირველი ოპოზიციური პარტია უკვე შემოსულია. სხვებთან მოლაპარაკებისთვის მზად ვართ - არჩილ თალაკვაძე
22 იანვარი, 2021 , 15:00

დღეს საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ, პოზიციების გასარკვევად და დასაზუსტებლად მოვედით - ალეკო ელისაშვილი
22 იანვარი, 2021 , 15:00
ვაქცინაზე საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელის - სალომე ზურაბიშვილი
21 იანვარი, 2021 , 17:25