უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

5 დეკემბერი, 2019 17:45
font-size

ჩვენ მივაგენით სწორ ბალანსს მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის, რათა ჰესი აშენდეს - ნათია თურნავა

ჩვენ მივაგენით სწორ ბალანსს, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს ნაპოვნი მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის, რათა ჰესი აშენდეს. ჩვენ შეიძლება იმ ტემპით ვერ ვვითარდებით, რაც ენერგეტიკოსებს გაუხარდებოდათ და ჩვენს ეკონომიკას სჭირდება, მაგრამ ტემპი იზრდება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების ხელშეწყობაა.

ნათია თურნავას თქმით, ჰესების მშენებლობის პერიოდის გახანგრძლივება 2017 წლიდანაა აქტუალური, როდესაც ქვეყანამ შესაბამისი კანონმდებლობა გაამკაცრა.

„მანამდე ჰესის მშენებლობა შედარებით მარტივი იყო. დღეს გაცილებით მეტი მუშაობა მართებს მთავრობას და ინვესტორს, რადგან მომზადდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, ამაღლდა სოციალური პასუხისმგებლობა, მოსახლეობამ გაათვითცნობიერა, რომ გაცილებით მეტის მოთხოვნის შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ საკუთარი სოციალური თუ გარემოსდაცვითი უფლებები დაიცვას. ყოველივე ეს დიდ სამუშაოს საჭიროებს. ამის გამო, რიგი ობიექტების მშენებლობა შეფერხებული იყო და დღესაც ფერხდება,“ – განაცხადა მინისტრმა.

ამის მიუხედავად, მინისტრის ინფორმაციით, ბოლო წელიწადში რამდენიმე ენერგოობიექტი გაიხსნა.
„ჩვენ ისინი ზედმეტი ხმაურის გარეშე გავხსენით. ზოგჯერ, როდესაც არ არის აჟიოტაჟი, თქვენც, მედია არ ინტერესდებით და ამიტომ თქვენი ყურადღების მიღმა რჩება, რომ მცირე და საშუალო ჰესები შენდება. ჩვენ სტატისტიკა გამოვაქვეყნეთ და ბოლო თვეებში 11 ახალი მცირე და საშუალო ჰიდროსადგური ამოქმედდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ 20-30 ადამიანის დასაქმებისთვის თითოეულ იმ რეგიონში, სადაც ეს სადგურები ამოქმედდა. ეს არის 200 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია. ესაა დამატებით დაახლოებით 100 მგვტ. დადგმული სიმძლავრე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება მსხვილი ჰესების მშენებლობას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისტორიული უწოდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ კონტრაქტს „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის შესახებ.

„ნამახვანის ისტორიული კონტრაქტი წლებია, მზადდებოდა. ჩვენ ვეხმარებით ინვესტორს და ვვარაუდობთ, რომ მომავალი წლის დასაწყისში ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით იქნება მშენებლობის ნებართვა აღებული და მშენებლობა დაიწყება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება ქარის ენერგიის ათვისების მიმართულებაზე. „საქართველოში ქარის რამდენიმე ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაზე ვმუშაობთ. მთავრობის ბოლო ორ სხდომაზე ჩვენ ორ ასეთ პროექტს დავუჭირეთ მხარი,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ერთი ამერიკული დოლარი 2.8867 ლარი ეღირება

23 იანვარი, 2020 , 17:45

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8867 ლარი ეღირება, ევრო – 3.2005 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7899 ლარი. 23 ია

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს

23 იანვარი, 2020 , 17:40

შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ “რაგუსას” წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დ

`ბორჯომი ლიკანი` ვერ გაიყიდა

23 იანვარი, 2020 , 17:25

სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" საჯარო აუქციონზე არ გაიყიდა. იმის გამო, რომ ობიექტით არავინ დაინტერესდა, ვაჭრობაც არ შედგა. "საპარტნიორო ფონდში" ამბობენ, რომ სასტუმროს გაყიდვას მეორედაც შეეცდებიან. ამ დროისთვის აუქციონის პირობ

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას განაგრძობს

23 იანვარი, 2020 , 16:50

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ახალი ბაზრების მოძიებისა და მათი ხელშეწყობისთ

კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს

23 იანვარი, 2020 , 13:15

განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია – ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის

2019 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ღვინის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - ღვინის ეროვნული სააგენტო

23 იანვარი, 2020 , 10:55

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას ცხრა პროცენტით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`