უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ნოემბერი, 2020 16:00
font-size

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სრული იგნორირება ხვალინდელი დღის - ზაალ უდუმაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხვალინდელ, 21 ნოემბრის არჩევნების მეორე ტურს სრული იგნორი გაუკეთოს და არანაირ აქციას ან პროტესტს არ გეგმავენ.

"ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვმჯსელობდით, როგორ გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი ხვალინდელ მეორე ტურთან დაკავშირებით, თუმცა ამ მსჯელობის შემდეგ ერთ დასვკნამდე მივედით ყველა, რომ ნებისმიერი პროტესტი, რომელიც არ უნდა გამოგვეხატა ეს იქნება აქცია, ჯაჭვი, ხმამაღალი შეძახილები, ვფიქრობ ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს მეორე ტურის არჩევნებს. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სრული იგნორირება ხვალინდელი დღის, არაფერი არ იქნება, საერთოდ ყველაფერი ჩავხსენით ყველანაირი აქცია", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, ხვალ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრიათ უნიკალური შანსი ეძლევათ, რომ 1 დღე საბჭოთა საქართველო ნახონ, რომელიც ერთპარტიული პარლამენტით იმართებოდა.

"ხვალ იქნება საბჭოთა კავშირის მოდელირება, როგორ მივლენ საარჩევნო უბნებთან და მისცემენ ერთ კონკრეტულ პარტიას ხმას. ამიტომ ჩვენ ყველანაირი აქციები ჩავხსენით, იმიტომ რომ არ მივანიჭოთ მნიშვნელობა იმ ფარსს, რომელსაც აქვს ადგილი. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს გადაწყვეტილებით არჩევნების მეორე ტური ხვალ, 21 ნოემბერს გაიმართება. მასში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობას არ იღებს.

პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ოპოზიციური ლიდერები ხელს მოაწერენ სამ სხვადასხვა დოკუმენტს - დავით ბაქრაძე

28 ნოემბერი, 2020 , 17:15

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მეათე მოწვევეის პარლამენტის შეკრების დღეს, ოპოზიცია შეიკრიბება და ლიდერები სამ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერენ ხელს. ამის შესახებ „ევროპული საქ

პარლამენტის პირველი სხდომის შეკრების დღეს რუსთაველზე მასშტაბური აქცია აღარ გაიმართება

28 ნოემბერი, 2020 , 17:15

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის წევრების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა - მათ სამოქმედო ნაბიჯები შეათანხმეს და პარლამენტის პირველი სხდომის დღის აქტივობა დაგეგმეს. "როდესაც შეიკრიბება მე-10 მოწვევის "კომუნისტური

ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა

28 ნოემბერი, 2020 , 10:35

ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის

ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის დროული ამოქმედება და ჩართულობა, რათა განხორციელდეს სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები - ივანე მაჭავარიანი

26 ნოემბერი, 2020 , 17:30

ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის დროული ამოქმედება და ჩართულობა, რათა განხორციელდეს სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საკოორდინა

საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 17:05

რაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი

არჩევნები რომ არ უნდა გადაგვედო, ეს დადასტურდა იმ რაოდენობის ადამიანებით, რომლებიც მივიდნენ და მისცეს ხმა ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 16:45

არჩევნები რომ არ უნდა გადაგვედო, ეს დადასტურდა იმ რაოდენობის ადამიანებით, რომლებიც მივიდნენ და ჩვენს ქვეყანაში მისცეს ხმა ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახა