პოლიტიკა


ჩვენ მხარს დავუჭერთ პრეზიდენტის ვეტოს ე.წ. ფარული მოსმენების კანონზე - ირმა ინაშვილი
დღეს საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. ფარული მოსმენების კანონზე საკონსულტაციო შეხვედრას მართავს საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პარტიოტებთან“.
ფრაქციის წევრის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ისინი მხარს დაუჭერენ პრეზიდენტის ვეტოს ამ კანონზე.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადებას ამ კანონზე, ისიც კარგად გვესმის, რომ მოხდება მისი გადალახვა, მაგრამ ეს არის ფაქტი, ეს არის პრეცედენტი და ეს არის ილუსტრირება, რომ პრეზიდენტი ამ კანონპროექტს აპროტესტებს“, - თქვა ინაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში არ ექცევა ყურადრება კიბერუსაფრთხოებას.
„საქართველოს პატრიოტებს“ მხარი არ დაუჭერია კანონპროექტისთვის ფარული მოსმენების შესახებ, არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ამ კანონპროექტის ცალკეულ პუნქტებს, არამედ იმიტომ, რომ კონცეპტუალურად საერთოდ არ ვეთანხმებით ამ კანონპროექტს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, ჩვენი მოდელი და ჩვენი ვარიანტი. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში უნდა შეიქმნას მძლავრი კიბერუსაფრთხოების სამსახური და ამ კანონში ფრაგმენტულადაა ასახული უსაფრთხოების საკითხი, ძირითადად მოსმენა-მიყურადებაზეა საუბარი. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გლობალურად უნდა შეიქმნას სამსახური, რომელიც კიბერუსაფრთხოების მიმართულებით იმუშავებს“, - თქვა ინაშვილმა.
საკონსულტაციო განხილვის ფარგლებში გუშინ პრეზიდენტი ფრაქცია „ევროპულ საქართველოსა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეხვდა.
შეგახსეენბთ, რომ 1-ლ მარტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ პარლამენტს დააკისრა ცვლილებების შეტანის ვალდებულება 2017 წლის 31 მარტამდე.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებულ ვადებში განიხილავს
18 თებერვალი, 2019 , 17:40

საპარლმენტო უმცირესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს
18 თებერვალი, 2019 , 16:39

საქართველოს ელჩი საქართველო-იორდანიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
18 თებერვალი, 2019 , 16:00

ამ ეტაპზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი არანაირი ცვლილება მომზადებული არ არის - სამინისტრო
18 თებერვალი, 2019 , 15:25

უმრავლესობის წევრები – ანრი ოხანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს სიტყვერად დაუპირისპირდნენ
18 თებერვალი, 2019 , 15:25

ლევან დავითაშვილი რომში IFAD-ის მმართველი საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდა
18 თებერვალი, 2019 , 14:00