უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 თებერვალი, 2017 18:20
font-size

ჩვენ მოგვენატრა ასეთი ატმოსფერო, როგორიც აქ დაგვხვდა _ სომხეთის პრემიერი

ჩვენ სრული მზაობა გვაქვს იმისთვის, რომ გავააქტიუროთ სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო ურთიერთობები, გავაღრმავოთ რეგიონული ინტეგრაცია და ვფიქრობთ, ეს იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური სტაბილურობის მომტანი ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან გაფართოებული ფორმატით შეხვედრისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-სომხეთის მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და ხალხებს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ, როგორ ავითვისოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის ის გამოუყენებელი პოტენციალი, რომელიც ნამდვილად არსებობს. ჩვენ ეს აღვნიშნეთ პირისპირ შეხვედრაზე. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა იმისთვის, რომ გავააქტიუროთ სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო ურთიერთობები, გავაღრმავოთ რეგიონული ინტეგრაცია და ვფიქრობთ, ეს იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური სტაბილურობის მომტანი ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივაზე გაამახვილა ყურადღება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. კარენ კარაპეტიანმა გიორგი კვირიკაშვილს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ მოგვენატრა ასეთი ატმოსფერო, როგორიც აქ დაგვხვდა. ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებებს, ჩვენი ურთიერთობების მაღალი დონისა და პოტენციალის შესახებ. ჩვენ აქ ჩამოვედით ძმური და საქმიანი განწყობით და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოლაპარაკებები იქნება ახალი სტიმული ჩვენს ურთიერთობებში არსებული პოტენციალის გამოყენებისთვის. ჩვენ გვსურს, შევქმნათ გარემო, რათა ბიზნესმენებს მიეცეთ საშუალება, ჩაერთონ სხვადასხვა პროექტში“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

გაფართოებული შეხვედრისას, მხარეებმა ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე იმსჯელეს. ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას სახელმწიფოების განვითარების პროცესში.

გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს შორის, ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, ხელშეკრულება გაფორმდა.

საკვანძო სიტყვები:

28 ოქტომბრის კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე -საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

20 თებერვალი, 2020 , 18:48

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რითიც შეეცადა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმ

ბრიტანეთი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს

20 თებერვალი, 2020 , 18:34

გაერთიანებული სამეფო გმობს რუსეთის „გრუ“-ს მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას,- ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომლის თარგმანს საქა

დაჭერებით ქვეყანა ვერ შეიცვლება - თემურ შაშიაშვილი

20 თებერვალი, 2020 , 17:54

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი, როგორც ზეშეცდომას ისე აფასებს ირაკლი შოთაძის გენპროკურორად ხელმეორე დანიშვნას. „ შოთაძე, როგორც პროკურორი, საერთოდ არის ჩემთვის გაუგებრობა.პირველად რომ დაინიშნა, იყო

რუსეთმა საქართველოს სახელმწიფო უწყებებზე კიბერშეტევა განახორციელა - საგარეო საქმეთა სამინისტრო

20 თებერვალი, 2020 , 17:45

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში, სახელმწიფო უწყებებზე კიბერშეტევა განხორციელდა. უწყების ცნობით, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შ

საქართველოს პრეზიდენტს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს

20 თებერვალი, 2020 , 17:02

საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად გელა გიორგაძე დანიშნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგაძე მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა. გელა გიორგაძე საქართველო

მე პირადად არ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას - გიორგი კვირიკაშვილი

20 თებერვალი, 2020 , 15:50

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებს. მის განცხადებას პირველი არხი ავრცელებს.  გიორგი კვირიკაშვილი მიესალმება პოლიტიკაში ყოფილი პრეზიდენტის,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`