უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 სექტემბერი, 2018 10:35
font-size

ჩვენ მოწადინებული ვართ, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება - მამუკა ბახტაძე

ჩვენ მოწადინებული ვართ, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ამ ძალიან მნიშვნელოვან იდეაში ჩვენ გვაქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ძალიან კარგი და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.

“მაიკლ პომპეო გახლავთ საქართველოს ერთგული მეგობარი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მას და მის გუნდს დიდი მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი ახორციელებენ.

შევეხეთ ორმხრივი ურთიერთობის ყველა თემას, ვისაუბრეთ იმ მწვავე გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს საქართველოში, ოკუპაციიდან გამომდინარე, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია. ვისაუბრეთ იმ ძირითად მიმართულებებზე, სადაც გვაქვს რესურსი და პოლიტიკური ნება, რომ ურთიერთობები გავაღრმავოთ. ეს არის ჩვენი ურთიერთობები უსაფრთხოების დარგში და ამავე დროს - ეკონმომიკაში. ჩვენ მოწადინებული ვართ, საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ჩვენ გვაქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა ამ ძალიან მნიშვნელოვან იდეაში. ასევე, ვისაუბრეთ პოლიტიკური მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტზე ჩვენს რეგიონში და იმ როლზე, რაც შეიძლება საქართველომ რეგიონულ პოლიტიკაში ითამაშოს”, - განაცხად აპრემიერ-მინისტრმა.

ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს

14 ივნისი, 2019 , 12:03

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც „მედიანიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, 13 ივნისს, პრაღაში, ქართულ-რუსული არაფ

ოპოზიციურმა პარტიებმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნისთვის პარლამენტში ხელმოწერები წარადგინეს

13 ივნისი, 2019 , 13:28

20-მა ოპოზიციურმა პარტიამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნისთვის პარლამენტში 300 000 ხელმოწერა წარადგინა. ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შეცვლას 2020 წლიდან ითხოვს. მათი თქმით, ისინი აპირებენ, რომ ყველა კანონიერი გზა

ვიზიტი აშშ-ში აძლიერებს ჩემს ოპტიმიზმს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის და გაზრდილი ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართ - მამუკა ბახტაძე

13 ივნისი, 2019 , 11:53

1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ამერიკა იყო ჩვენი ყველაზე ახლო მეგობარი და მოკავშირე და ბოლო 28 წლის განმავლობაში შემუშავებული დემოკრატიის კურსის შედეგად, დამოუკიდებლობა საუკუნეების განმავლობაში ჩვენს მთავარ ფ

საქართველოს სურს, გახდეს გლობალური ბაზრების სრულუფლებიანი წევრი და ეფექტურად იყოს ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში - მამუკა ბახტაძე

12 ივნისი, 2019 , 20:52

ჩემი ხელმძღვანელობის პირობებში გაბედული ნაბიჯები იდგმება სახელმწიფო ბიუჯეტის 25 პროცენტის გამოსაყოფად განათლებისა და ადამიანური კაპიტალისთვის, რათა მეტი წარმატების საშუალება მივცეთ ჩვენს ხალხს დღევანდელ და სამომავლო ეკონ

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

12 ივნისი, 2019 , 17:27

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ გაბალაში მიმდინარე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მ

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი პოლიტიკური ნება განხორციელდეს ანაკლიის პროექტი და ეს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაშიც აისახა

12 ივნისი, 2019 , 17:00

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, არის პოლიტიკური ნება, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და განხორციელდება კიდევაც. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი ნაბიჯები , ამის ნათელი დადასტურება

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!