უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

10 ივნისი, 2024 09:41
font-size

ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები. უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ჩვენ მოვიგეთ ევროპის არჩევნები. უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

“ამ არჩევნებმა მოგვცა ორი გზავნილი. პირველი : უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება და ეს გადამწყვეტია სტაბილურობისთვის. ცენტრი მართავს. მაგრამ ისიც მართალია, რომ მემარცხენეებმა და მემარჯვენეებმა მხარდაჭერა მოიპოვეს და ამიტომაც შედეგი დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრისტულ პარტიებს. ჩვენ შეიძლება განსხვავებები გვაქვს ცალკეულ საკითხებში, მაგრამ ყველას გვაინტერესებს სტაბილურობა და ყველას გვინდა ძლიერი და ეფექტური ევროპა”, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქმით, სურს უმრავლესობის შექმნა ევროკავშირის პარლამენტში „ძლიერი და ეფექტური ევროპისთვის“ და დარწმუნებულია, რომ შეუძლია ახალი მანდატის მოპოვება.

ევროკავშირის ხელმძღვანელად დარჩენის უზრუნველსაყოფად, ფონ დერ ლაიენს სჭირდება ევროკავშირის 27 ლიდერის „კვალიფიციური უმრავლესობა“ და ასევე, უმრავლესობა 720-ადგილიან ევროპარლამენტში.

„ჩვენ შეიძლება განვსხვავდებოდეთ ცალკეულ საკითხებში, მაგრამ ჩვენ ყველას გვაინტერესებს სტაბილურობა და ყველას გვსურს ძლიერი და ეფექტური ევროპა. ამიტომ მთელი ჩემი კამპანიის განმავლობაში ბევრს ვმუშაობდი პროევროპული ძალების ფართო და ეფექტური უმრავლესობის შესაქმნელად. ჩემი მიზანია, გავაგრძელო ეს გზა მათთან ერთად, ვინც არის პროევროპელი, პროუკრაინელი, კანონის უზენაესობის მომხრე. დარწმუნებული ვარ ახალი მანდატის მოპოვებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი შრომა მელოდება წინ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, ურსულა ფონ დერ ლაიენის მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა.

ზელენსკის შევთავაზე ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკება, თუმცა დაჟინებით არ მითხოვია ჩემი წინადადების მიღება - ვიქტორ ორბანი

2 ივლისი, 2024 , 16:55

ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა მედიას განუცხადა, რომ უკრაინელ კოლეგას შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე. ორბანმა ხაზგას

ზელენსკის შევთავაზე ცეცხლის შეწყვეტა და შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკება, თუმცა დაჟინებით არ მითხოვია ჩემი წინადადების მიღება - ვიქტორ ორბანი

2 ივლისი, 2024 , 16:55

ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა მედიას განუცხადა, რომ უკრაინელ კოლეგას შესთავაზა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა რუსეთის ჯარებთან კონტაქტის ამჟამინდელ ხაზზე. ორბანმა ხაზგას

უკრაინამ ევროკავშირისგან 1.9 მილიარდი ევრო მიიღო

27 ივნისი, 2024 , 16:59

უკრაინამ ევროკავშირისგან, Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში, 1.9 მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსური მხარდაჭერის ტრანში მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი იუწყება. „მინდა მადლობა

რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივას მიესალმება - მარია ზახაროვა

26 ივნისი, 2024 , 18:22

რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს და მხარს უჭერს თბილისის ნებისმიერ ინიციატივას ამ მიმართულებით,- ამის შესახებ  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია

მარკ რუტე ნატო-ს გენერალურ მდივნად ოფიციალურად აირჩიეს

26 ივნისი, 2024 , 13:26

მარკ რუტე ნატო-ს გენერალურ მდივნად ოფიციალურად აირჩიეს, - ამის შესახებ განცხადებას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. „ოთხშაბათს, 26 ივნისს, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ

პრეზიდენტები მოუწოდებენ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით - თეთრი სახლი

10 ივნისი, 2024 , 08:41

შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას იდგნენ საქართველოს ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში, - ამის შესახებ აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი