უკან

პოლიტიკა

7 დეკემბერი, 2017 10:20
font-size

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატო-ს წევრი - რექს ტილერსონი

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ.-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ნატო-ს სამშვიდო მისიებში შეტანილ წვლილს და აღნიშნა, რომ აშშ. მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ალიანსის წევრი.

„დღეს დილით პროდუქტიული შეხვედრა შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან, საქართველო ავღანეთში ჩვენი საერთო მისიის მსხვილი კონტრიბუტორია, უმსხვილესი ერთ სულ მოსახლეზე ყველა კონტრიბუტორ ქვეყანას შორის და ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატო-ს წევრი.

რაც შეეხება ჩვენს ბოლო სესიას, რომელიც დღის მეორე ნახევარში გაიმართება, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და ყველა ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას, რომელიც აკმაყოფილებს ნატო-ს მოთხოვნებს უნდა ჰქონდეს საშუალება გახდეს ალიანსის წევრი და არც ერთ მესამე მხარეს არაფერი ეთქმის ამასთან დაკავშირებით.

ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც უკვე ათწლეულების მანძლზე, მტკიცედ გააგრძელებს ნატოს მე-5-ე პარაგრაფის მხარდაჭერას, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ერთიანი თავდაცვისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის, როგორც განსაზღვრულია ნატო-ს ქარტიაში და ჩვენ გავაგრძელებთ ყოველივე ამას იმ რწმენით, რომ ჩვენი მოკავშირეებიც ასევე მოიქცევიან“, განაცხადა ტილერსონმა.

აღსანიშნავია, რომ ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელზე ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

საკვანძო სიტყვები:

მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ძველი შემადგენლობით წარედგინა

18 ივნისი, 2018 , 17:15

მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ძველი შემადგენლობით წარედგინა. პარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია. კერძოდ, საგარეო საქმეთა მინი

ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო - დავით უსუფაშვილი მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებაზე

18 ივნისი, 2018 , 16:50

პარტია „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას პარლამენტისთვის ტექნიკური მთავრობის წარდგენის შესახებ. უსუფაშვილმა ბახტაძეს

მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სტრუქტურას სამ კვირაში წარადგენს

18 ივნისი, 2018 , 16:50

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლების წევრებს შეხვდა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მომავალი მთავრობის ფორმირებასა და ნდობის გამოც

უკვე ცნობილია, რომ ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან - გიორგი კახიანი

18 ივნისი, 2018 , 16:15

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, უახლოეს მომავალში მოხდება იმ კანონპროექტების წარმოდგენა, რომელიც სამინისტროების გაერთიანებას ეხება. დეპუტატმა ა

ზაზა სარალიძე დავით ოქიტაშვილის დაკითხვას მოითხოვს

18 ივნისი, 2018 , 16:15

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ დავით ოქიტაშვილის დაკითხვა მოითხოვა. ამის შესახებ სარალიძემ ჟურნალისტებს გენერალურ ინსპექციაში შესვლამდე უთხრა. საქმე ეხება ოქიტაშვილის პოსტს, რომლის თანახმად,

მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სტრუქტურას სამ კვირაში წარადგენს

18 ივნისი, 2018 , 16:15

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლების წევრებს შეხვდა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მომავალი მთავრობის ფორმირებასა და ნდობის გამოც

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე