უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

16 აგვისტო, 2018 11:25
font-size

ჩვენ მზად ვიყავით ფედერაციული ურთიერთობებისთვის, იყო კონფედერაციის ვარიანტი, მაგრამ ქართველები უარს ამბობდნენ - სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებით, ის პირველი იყო, ვინც თბილისთან ურთიერთობის დალაგებასა და „ერთობლივ მომავალზე“ დაიწყო საუბარი. ამის შესახებ შამბამ რუსულ რადიოსადგურ „Эхо Москва“-ისთან ინტერვიუში თქვა.

მისი თქმით, ახლა შესაძლებელია დიალოგის დაწყება თბილისთან.

„მე ვიყავი პირველი, ვინც დაიწყო საუბარი, რომ რაღაცნაირად უნდა დალაგდეს დიალოგი და დავფიქრდეთ ერთობლივ მომავალზე, იმ გაგებით, რომ ჩვენ ვართ მეზობელი ერები. არა მარტი ჩვენსა და საქართველოს შორის - მეზობელი ევროპული ერები ერთმანეთს ოდესღაც ეომებოდნენ. მაგრამ მერე მოდის დრო, როცა საჭიროა ურთიერთობების დალაგება. ვფიქრობ, რომ ახლა შესაძლებელია ასეთი დიალოგის დაწყება საქართველოსთანაც“, -თქვა შამბამ.

შამბას მტკიცებით, ის ქართველებს მტრად არ მიიჩნევს.

„არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად. მყავს მეგობრები საქართველოში. სიმართლე გითხრათ, კი, იყო ეთნიკური კონფლიქტი, მაგრამ უმეტესწილად, ის მაინც პოლიტიკური იყო“, -აღნიშნა შამბამ.

მისივე ნაამბობიდან ირკვევა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის წინ აფხაზური მხარე „ფედერაციული ურთიერთობების“ დამყარებისთვის მზად იყო.

„ვიმედოვნებდით, რომ შევთანხმდებოდით რაღაცა ფორმის ურთიერთობაზე. ჩვენ მაშინ ფედერაციულ ურთიერთობებს ვუჭერდით მხარს. შემდგომ, მოლაპარაკებების პროცესში იყო ვარიანტები, რომ შეგვეძლო კონფედერაციული შეთანხმების გაფორმება. შემდგომ პრიმაკოვის შუამდგომლობით განვიხილავდით „საერთო სახელმწიფოს“ ვარიანტსაც. ყველაფერზე ქართველები უარს ამბობდნენ, ქართული მხარე ყველა ამ პროექტზე უარს ამბობდა. ძალიან ხშირად ახლოს ვიყავით ხელმოწერასთან. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ყოველთვის უარზე იყვნენ“, -აღნიშნა შამბამ.

მან დაამატა, რომ ახლა არცაა საუბარი „არც ფედერაციაზე, არც კონფედერაციაზე. ამან ყველაფერმა დიდი ხნის წინ ჩაიარა“.

„ის დრო აღარაა. ახლა უნდა ვისაუბროთ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე“, -თქვა შამბამ.

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

24 ნოემბერი, 2023 , 14:31

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2023-2024 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი