უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 თებერვალი, 2017 17:15
font-size

ჩვენ ნდობას ვუცხადებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტს - სოზარ სუბარი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

სუბარის თქმით, ის ნდობას უცხადებს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს. მისი აზრით, აქცენტი უნდა გაკეთდეს უკეთესი პროდუქტის შექმნაზე.

„ეს არის უშუალოდ სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტის ერთობლივი სამუშაოს გადასაწყვეტი. ჩვენ, ამ შემთხვევაში, ნდობას ვუცხადებთ მათ. ერთ ადამიანსაც რომ უშვებ, იმ ერთი ადამიანისთვის ყოველთვის არის მტკივნეული, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უნდა ამოვიდეთ იქიდან, როგორ დავხარჯოთ ოპტიმალურად სახელმწიფოს თანხები და როგორ მივიღოთ უკეთესი პროდუქტი და უკეთესი შედეგი. ზოგჯერ შეიძლება კი არ შეამცირო, არამედ გაუშვა ერთი და მის ადგილას მიიღო მეორე, რომელიც უკეთესად ასრულებს იმ მოვალეობას - გაათავისუფლო ერთი მინისტრი და მიიღო მეორე, რომელიც უფრო კარგია. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და ტრაგედიებს ნუ შევქმნით ნურც მინისტრების შეცვლისგან, ნურც რიგითი თანამშრომლების და ა.შ,“, - განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეაბილიტაციასა და განვითარების 3-წლიანი გეგმა წარადგინა. პროგრამა ითვალისწინებს ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ სამუშაოებს, კადრების რეორგანიზაციასა და გადაცემების დროებით დახურვას.

როგორც მაღლაფერიძემ განაცხადა, თუ ბორდი მის გეგმას დაამტკიცებს, არხზე შექმნილი რთული ვითარების გამო, „მოამბის“ გარდა ყველა გადაცემა დაიხურება 2018 წლამდე.

ანა მებურიშვილი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამწყსოსადმი საგანგებო მიმართვა

1 აპრილი, 2020 , 22:12

მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, - ამის შესახებ უწმიდესისა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა

1 აპრილი, 2020 , 21:08

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამია

იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაცია იქნა წარმოდგენილი - სახალხო დამცველი

1 აპრილი, 2020 , 21:00

საქართველოს სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების თაობაზე, იუსტ

იანვარსა და თებერვალში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა აღდგენილია - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

1 აპრილი, 2020 , 18:17

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრისა და თებერვლის თვეში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშ

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისგან

1 აპრილი, 2020 , 17:50

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის

ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

1 აპრილი, 2020 , 16:00

ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა. მოქალაქეები 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში ექიმთა მეთვალყურეობით ქვეშ დარჩებიან. საქართველოს მთავრობის დავალებით, ქვეყნის მასშტაბით ს